ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ როგორც კლიენტზე მორგებული, მოქნილი ბრენდი, ექსკლუზიურ სიახლეს, ბინის შეძენას ლარში, სთავაზობს უძრავი ქონების ბაზარს.

მულტიფუნქციურ პროექტში, საბურთალოს გულში, შარტავას ქუჩაზე ახლა უკვე ლარში, უპროცენტო შიდა განვადებით არის შესაძლებელი ბინის შეძენა.

შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ კლიენტებისთვის, ვისი შემოსავალიც არის ლარში. „თეთრი კვადრატი“ მათ სთავაზობს ბინის შეძენის სტაბილურ გზას - კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან, ბინის ღირებულება ლარში აღარ შეიცვლება.

„მერყევი ვალუტის კურსი ყოველთვის იყო ბარიერი ბინის შეძენისას, ამ შეთავაზებით კი ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ბინის შეძენა ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა ეროვნული ბანკის სტრატეგიაა დედოლარიზაცია. ვფიქრობ რომ ამ შეთავაზებით ჩვენს წვლილს შევიტანთ ლარიზაციის პროცესში.“ - აცხადებს ირაკლი ბურდილაძე, „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი.

"გარდა ამისა, კომპანია კლიენტებს შესაძლებლობას აძლევს თავად აირჩიონ მათთვის კომფორტული განვადების გრაფიკი და ბინის ჩაბარების კონდიცია, თეთრი კარკასი ან სრული რემონტი.

„თეთრი კვადრატი“ კლიენტზე მორგებული, მოქნილი ბრენდია, რომლის უკან 11-წლიანი გამოცდილება დგას.

„თეთრი კვადრატი შარტავა“, საბურთალოზე, შარტავას ქუჩა 43-ში მდებარეობს, 2 წუთის სავალზე ჟვანიას მოედნიდან. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.

პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის, საინვესტიციოდ თუ საცხოვრებლად.

(R)

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა