გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელა, რომელიც ლარაშის ციხეს პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებს

გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელა, რომელიც ლარაშის ციხეს პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებს

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმსჯელეს იმ ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც ლარაშის ციხეს პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებს.

დეპუტატის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის სავიზიტო ბარათია, ამიტომ მათი აღდგენა-რეკონსტრუქცია და შენარჩუნება მათი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია.

ლარაშის ისტორიული ციხის ნანგრევები, დაბა ლენტეხის შესასვლელში, სამი მდინარის, ხელედურას, ლასკადურასა და ცხენისწყლის შესართავთან, კლდოვან ბორცვზე მდებარეობს.