აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მედიატურს უმასპინძლა

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მედიატურს უმასპინძლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა რეგიონში იმოგზაურეს და ახალი ტურისტული პროდუქტები დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა თავად გამოსცადეს ყველა ის ტურისტული სერვისი, რაც აჭარაში აქტიური დასვენებისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებზეა გათვლილი.

ზიპლაინი მახუნცეთის ჩანჩქერზე, ჯომარდობა აჭარის წყალზე, პარაპლანი გონიოში, იახტით გასეირნება შავ ზღვაზე - იმ ტურისტულ სერვისებს შორისაა, რასაც აჭარა ტურისტებს სთავაზობს. მედიატურის მონაწილეები პეტრას ციხესაც სტუმრობდნენ, სადაც განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ტურის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივ სამზარეულოსაც გაცნობოდნენ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებსა და რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები დაეგემოვნებინათ.

„წლის განმავლობაში ჩვენ ეტაპობრივად ვუმასპინძლებთ როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებს, რათა სრულად წარმოვაჩინოთ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, როგორც ზღვაზე დასვენების, ისე ეკოტურიზმის, სამთო და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის. მედია-ინფოტურებისას კი აჭარის ტურისტულ მიმართულებებსა და სერვისებს ვაცნობთ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ინფლუენსერებს, ტურსააგენტოებსა და გიდებს, რათა მაქსიმალურად შევძლოთ რეგიონის პოპულარიზაცია, შედეგად კი პოტენციური ტურისტების დაინტერესება აჭარით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა