ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ სრულად განვაახლეთ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი და მუნიციპალიტეტს ახალი, 40 ერთეული ავტობუსი ემსახურება, დასასრულს უახლოვდება ავტოპარკის მშენებლობაც. ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა პრიორიტეტულია“, -განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა. განახლდა ავტოპარკი, მოწესრიგდა და დაინერგა გადახდის ელექტრონული სისტემა, მოწესრიგდა მძღოლთა შრომის ანაზღაურების სისტემა და ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტისადმი ხელმისაწვდომისა და მიწოდებული სერვისის ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად.

უწყების ცნობით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

„ზუგდიდში სრულად განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქმედებს გადახდის ელექტრონული სისტემა.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატ კონტროლის სისტემით. მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათით სარგებლობენ: მოსწავლეები; სტუდენტები; უფასო სასადილოს ბენეფიციარები; პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საპატიო ზუგდიდელები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა