რკინის ჯებირების აღების შემდეგ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს.

მათი თქმით, ბარიკადების მოხსნა მათ შესვლის უფლებად მიიღეს, ამიტომ მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციელების თქმით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამიტომ დღეს ხეობაში შესვლის უფლებას ვერ მისცემენ.

უარის შემდეგ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ რეალურად დაპირება არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოატყუეს. ამასთან, მათი განმარტებით, ხვალინდელ შეხვედრას დაელოდებიან.

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით