ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქალაქის მერმა და გერმანელმა დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

„გერმანიის ელჩი დაინტერესდა პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობით. შეხვედრაზე მათ განათლების, ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროების შესახებ ისაუბრეს. ქუთაისსა და გერმანიის ქალაქებს შორის არსებული პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ამ კონტაქტების კიდევ უფრო გაფართოებას.

მალე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები გერმანიაში ქუთაისის მეგობარი ქალაქის შესარჩევად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა