დავით სერგეენკო - გიორგი გახარიამ ასე თუ გააგრძელა და განმარტებები არ გააკეთა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს

კურდღელი უწოდა -არ უწოდა, ეს პოლიტიკური „ვორდინგია“, ზოგს ასე ურჩევნია, ზოგს ისე, თავისი ექსპრესია აქვს ყველას, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გიორგი გახარიაზე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, სერგეენკო მიიჩნევს, რომ თუ მან კითხვებს პასუხი არ გასცა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ ექნება.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მაქვს ასეთი ჩამოყალიბებული აზრი ამ წუთის მდგომარეობით, რომ როცა ყოფილი პრემიერ- მინისტრი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს არის უდავოდ საყურადღებო მოვლენა. ამ საყურადღებო მოვლენას სჭირდება განმარტება. აქამდე რა განმარტებებიც მოვისმინე ორიოდე მედიააქტივობით, პრეზენტაციით და ბრიფიგნით, ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება ამ ადამიანს რაღაც არაჩვეულებრივი და ამომწურავი პასუხი აქვს ყველაფერზე, შეიძლება უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ასე თუ გააგრძელა და არ განმარტა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?