საზამთრო და ნესვით დატვირთული მანქანებით ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

ლაგოდეხში ფერმერები სხვადასხვა ქვეყნიდან ხილის იმპორტის შეჩერებას მოითხოვენ. მათ დღეს საზამთროს და ნესვით დატვირთული ათობით მანქანით ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელ გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მოსავლის რეალიზების პრობლემა სხვა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით საზამთროს და ნესვის შემოტანამ გამოიწვია, რადგან შემოტანილი ხილი შედარებით დაბალ ფასში იყიდება.

მოვაჭრეების განმარტებით, ტონობით საზამთრო საბანკო ვალდებულებით მოიყვანეს, თუმცა პროდუქციას აღარავინ ყიდულობს და ლპება. ისინი ხელისუფლებისგან საზამთროს და ნესვის შემოტანის შეჩერებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა