ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება

ე.წ.ოცნების ქალაქის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსცნობით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები პანდემიის ფონზეც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, ამავე დროს, აჭარის მთავრობამ პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო, რაც მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ბუნებრივია არ არსებობს ცენტრალური წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, რომლის პროექტირება/მშენებლობის კუთხით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შპს „ბათუმის წყალის“, საკონსულტაციო კომპანია „Posch and Partners”-ის და „MACS“-ის, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩართულობით, აქტიურად მუშაობს. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ასევე არ ფუნქციონირებს ელ.მომარაგების და ბუნებრივი აირის ქსელები, რომელის ტექნიკური პირობების დოკუმენტს სამინისტროს დაკვეთით, საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორი კომპანიები უკვე ამზადებენ. ყველა აღნიშნული ქსელის ტექნიკური პარამეტრების დადგენის შემდეგ, „ოცნების ქალაქის“ მშენებელი კომპანია „დაგი“, გარე საინჟინრო ქსელების დაერთების წერტილების მონიშვნას განახორციელებს, რისთვისაც კომპანიას მშენებლობის დასრულებისთვის დამატებით 1,5 თვე მიეცა.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთელს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და შეზღუდვების გათვალისწინებით, სამშენებლო კომპანიებს დამატებითი გონივრული ვადები მიეცათ.

ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს