ვარლამ გოლეთიანი - ბარიკადი აღებულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ მეორე მხარეს გადასვლას - თუ აუცილებელი პირობები არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე

ბარიკადი აღებულია, მაგრამ ვირტუალური ბარიკადი დევს - თუ აუცილებელი პირობები არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით გამართული ონლაინ შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ რკინის ბარიკადებია აღებული, სხვა მათი მოთხოვნა კი დაკმაყოფილებული არ არის. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, კომპანია კვლავ უარს ამბობს „ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების რიონის ხეობაში გადასვლაზე.

"ვხედავთ, რომ ბარიკადი აღებულია, მაგრამ ვირტუალური ბარიკადი დევს, ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ მეორე მხარეს გადასვლას, რატომ უნდა შეიცვალოს პირობები, თუ ამ ბარიკადის აღებით ჩვენთვის არაფერი შეიცვალა? ამ ლოგიკიდან გამოვდივართ და ამას ვუხსნით ყველას, ამაზე გვქონდა საუბარი დღევანდელ შეხვედრაზეც. თუ აუცილებელი პირობები არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის განცხადებით, დღეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ექნებათ სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება შეძლებენ თუ არა „ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეები პროტესტის ძირითად ადგილზე გადასვლას.

„სამუშაო პროცესი შეჩერებულია. ბარიკადი აღარ არსებობს, ვნახოთ, შემდეგი დიალოგი როგორ გაგრძელდება. 19 ივნისს რაღაც კომუნიკაცია უნდა შედგეს ჩვენს და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის რაღაც პროცესებთან დაკავშირებით, სად და როგორ უნდა გადავიდეთ. არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გადაწყდება, თუმცა, ჩვენი ყოველდღიური თავშეყრა აუცილებელია, ეს პროცესი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ არ მივიყვანთ ამ საკითხს ბოლომდე. ხეობაში გადასვლა არ შეგვიძლია. წესით დღეს გვეცოდინება, გვექნება თუ არა პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნების საშუალება. ან ცნობილი გახდება ის ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ. ჩვენი უპირობო მოთხოვნაა დავბრუნდეთ იმ ადგილზე, სადაც ვიყავით“, - აღნიშნავს გოლეთიანი.

ცნობისთვის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. 17 ივნისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი განახორციელა.

იხილეთ ვიდეო:ვარლამ გოლეთიანი - ბარიკადები აღებულია, მაგრამ არცერთი სხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა