თეონა აქუბარდიას განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ლელოსთან“ ერთად სასამართლო რეფორმის საკითხებზე კონკრეტული ინიციატივებით წარსდგება

სტრატეგიული პარტნიორის კრიტიკული შეფასება „ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება შარლ მიშელის შეთანხმებას და როგორ ახორციელებენ ისინი ზედამხედველობას პროცესზე,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

აქუბარდიას განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ფრაქცია „ლელოსთან“ ერთად მომავალ კვირას სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივებით წარსდგება და ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, რაც მისი შეფასებით, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასა და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას.

„როდესაც საუბარია სასამართლოში „კლანის“ არსებობაზე და ჩვენ პარლამენტში ვართ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებისთვის შემოსულები, სასამართლოს რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი არის ის, რომელსაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კრიტიკული შეფასება „ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია შეთანხმების სულისკვეთებათან, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება შარლ მიშელის შეთანხმებას და როგორ ახორციელებენ ისინი ზედამხედველობას პროცესზე. ჩვენ, ფრაქცია „ლელოსთან“ ერთად, გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, გვაქვს ინიციატივა, რომელსაც მომავალ კვირას წარვადგენთ. არ ველოდებით „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლოში „კლანის“ გაძლიერებას და შესაბამისად, ის რაც გვაქვს ვალდებულებად აღებული, იქნება საკანონმდებლო პაკეტის წარდგენა, სასამართლოში ვითარების გასაუმჯობესებლად თუ კოორდინირებული მოქმედება იმისთვის, რომ ყველა ის ბერკეტი გამოვიყნოთ, რათა ხელი შევუშალოთ „ოცნებას“ „კლანის“ გაძლიერებაში, იქნება გამოყენებული. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, რომელიც არის გზა, როგორც ჩვენი ნატო-ში წევრობისკენ, ისე ჩვენი დემოკრატიის განმტკიცებისკენ,“- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც მისი თქმით, ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება.

კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა