პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი ფორმატით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, კომიტეტის წევრებმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატებმა, ოპოზიციის წარმომადგენლმა ლევან იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სახელმწიფოს დაფინანსებული პროექტები დაათვალიერეს.

საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სოფლების კუმურდოს და გოგაშენის საბავშვო ბაღების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და სოფლებში ჩუნჩხა, ტენა და დელისკარის საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს.

„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში დავათვალიერეთ ჯავახეთის ინფრასტრუქტურული პროექტები. ორივე მუნიციპალიტეტში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული, 100-მდე კილომეტრი გზა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მნიშვნელობის. ძალიან ბევრი ახალი სკოლა და ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ჩუნჩხის საშუალო სკოლაში, სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ორი სოფლის შუაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, სადაც 31 აღსაზრდელია ამ წუთისთვის და ეს მართლა დიდი სიხარულია ამ ბავშვებისთვის", - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისვის , ძალიან შთამბეჭდავი იყო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში, ჯვარიძეების ოჯახში, სამსაუკუნოვანი მესხური ფურნის ხაჭაპურისა და სომინი პურის ცხობის დღემდე შემორჩენილი ტრადიციის ნახვა.

,,კომიტეტის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ,,არტურ ხაჩატურიანის“, საკალმახე მეურნეობა დაათვალიერეს, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს. მან ისარგებლა იაფიანი აგრო კრედიტით 35 000₾ და ,,ლაგის,, საგრანტო პროგრამით 25 000₾. დასაქმებული ჰყავს 4 ადამიანი. წლის განმავლობაში აწარმოებს 17 ტონა თევზს და 1 900 000 ლიფსიტას.

რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირებს 25 მცირე და საშუალო საკალმახე მეურნეობა, სადაც დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი და წლის განმავლობაში აწარმოებს 125 ტონამდე თევზს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს