სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ზღვისპირა ზოლში მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, რომელიც 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები, მთავრობამ აუქციონზე გაიტანა, რასაც აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები, სარკინიგზო გზის გახსნას არ აპირებენ, თუ მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან. ისინი მთავრობის წარმომადგენლებს სოფელ ბობოყვათში ელოდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა