სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა რამდენიმე მათგანი აქციის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამ წუთებში აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.

„ჩვენზე ქობულეთის პოლიციამ იძალადა, ჩვენ სამართლიანად ვითხოვთ ჩვენს მიწა წყალს. მოგიწოდებთ ყველას, გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი ზღვისპირა ზოლში მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, რომელიც 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები, მთავრობამ აუქციონზე გაიტანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა