აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

"აჭარის მთავრობის წევრებმა ბობოყვათის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართეს. როგორც ცნობილია, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად, მოქალაქეებს არა აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბობოყვათში მიწა არ ეკუთვნით, ისინი მთავრობისგან ითხოვენ რაიმე გზის გამოძებნას, რომ აღნიშნული მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდეთ. მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობას განემარტა, რომ ქონების განკარგვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გამართონ შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბორჯომში იმყოფებიან და მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას",- აცხადებენ უწყებაში.

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა რამდენიმე მათგანი ტერიტორიიდან გაიყვანა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათ ქობულეთის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს. ისინი აცხადებენ, რომ აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა