სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას 4 ადამიანი დააკავეს

სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.

დაკავებულების გადაყვანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი მშვიდობიან აქციას მართავდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა აქციის დაშლა გადაწყვიტეს.

სოფელ ბობოყვათში მცხოვრებლებს რამდენიმე წუთით, პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი ჩაკეტილი ჰქონდათ, რომელიც სამართალდამცავებმა გახსნეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ზღვისპირა ზოლში მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ზღვისპირას მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, რომელიც 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები, მთავრობამ აუქციონზე გაიტანა, რასაც აპროტესტებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს