„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს იმერეთის გუბერნატორი შეხვდა

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში იმერეთის გუბერნატორი შეხვდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

მისივე განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე.

ჰესის მოწინააღმდეგები ხვალ შეთავაზებულ ადგილებს დაათვალიერებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დათანხმდებიან თუ არა რომელიმე შეთავაზებულ ლოკაციაზე კარვების გაშლას.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა პროტესტის თავდაპირველ ლოკაციაზე დაბრუნებაზე იყო, თუმცა გუბერნატორის განმარტებით, აღნიშნული მიწა კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა გრძელდება, ამიტომ იქ კარვების გაშლა შეუძლებელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს