რუსთავში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული დავით ხუციშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთავში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე დაკავებული დავით ხუციშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კოსტავას გამზირზე შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ისინი რუსთაველი აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დათო ხუციშვილი 10 ივნისს დააკავეს. უწყება მას საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი პოლიციის თანამშრომლის მიმართ თავდასხმას და ფიზიკური შეურაცხყოფას ედავება. აქტივისტს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025