სოფელ ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სოფელ ბობოყვათში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ ოთხივე პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000- 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

როგორც აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და არც ჯარიმის გადახდას აპირებენ. მათი განმარტებით, აქციაზე სამართალდამცავებმა დაკავებულების მიმართ ძალა გამოიყენეს.

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანაპიროზე წინაპრების დატოვებულ მიწებს არ დათმობენ და საქმეში დიპლომატიური კორპუსის ჩართვას ითხოვენ.

"აქციებს გავაგრძელებთ, არ დავთმობთ წინაპრების მიწებს. გაუქმდეს გამოცხადებული აუქციონი და ტერიტორია ჩვენს საკუთრებაში დაბრუნდეს",- აცხადებენ სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები.

დღეს სოფელ ბობოყვათში მცხოვრებლებს რამდენიმე წუთით, პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტილი ჰქონდათ, რომელიც სამართალდამცავებმა გახსნეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ზღვისპირა ზოლში მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, რომელიც 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები, მთავრობამ აუქციონზე გაიტანა, რასაც აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა