მეუფე გრიგოლი - ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო

მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ყველა ინსტიტუციაში არსებობს პრობლემა, მაგრამ ამას აღიარება და დაძლევა სჭირდება.

,,მე იმას ვფიქრობ, რომ ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც ალბათ არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენთიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა კითხვაზე , ხომ არ აპირებს საპატრიარქო მის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების მონიტორინგს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცოტა მეტია გასაკეთებელი.

,,მე ვფიქრობ, რომ მონიტორინგი ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციაა, ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოს და მეტ-ნაკლებად ახორციელებდა კიდევაც , როგორც ჩანს, ცოტა მეტია გასაკეთებელი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, როცა სინოდი შეიკრიბება უნდა იმსჯელოს ყველა მნიშვნელოვან სახითხზე, რაც დღემდე არის დაგროვილი.

,,სინოდი როდესაც შეიკრიბება იმედი მაქვს, იმსჯელებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღემდე არის დაგროვილი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როდის შეიკრიბება სინოდი გესმით მიზეზთა და გარემოებათა გამო, იმ განსაცდელის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით ყველა და ასევე ეკლესია მათ შორის“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა