სოფელ კრწანისის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წლების განმავლობაში წყალი მკაცრი გრაფიკით მცირე ხნით მიეწოდებათ და მარაგის აღებასაც კი ვერ ასწრებენ. პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

აქციის მონაწილეებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი შეხვდა. როგორც მან განაცხადა, სოფელ კრწანისის წყალგაყვანილობის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შემუშავებულია და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს