გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1  ადამიანი დაშავდა

გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ბუნებრივი აირის მილსადენი დაზიანდა.

,,ბეემვეს" მარკის ავტომანქანა სოფელ ხელთუბანთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე სოფელი გაზის გარეშე დარჩა.

,,სოფელ ხელთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი ძალზე მსუბუქად დაშავდა, მაგრამ ავარიისას დაზიანდა გაზის მილი, რის გამოც ამ დროისთვის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, თუმცა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და უმოკლეს დროში მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს