დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდობის საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდობის სათათბირო საბჭოს ახალი შემადგენლობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა საბჭოს წევრების ინიციატივებისა და იდეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

მათივე ინფორმაციით, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდობის საბჭო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან მოქმედებს. საბჭოს წევრების შერჩევა სპეციალური კონკურსის შედეგად ხდება.

„მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდობის საბჭოს განახლებული შემადგენლობა საქმიანობას უკვე შეუდგა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან საბჭო აქტიურად ფუნქციონირებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახლახანს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის, მათ შორის ახალგაზრდობის საბჭოს განვითარებას ხელს შეუწყობს. ვიმედოვნებ, რომ საბჭო საინტერესო ინიციატივებს წამოჭრის და ჩვენ ერთად ახალგაზრდებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა