ნიკოლოზ სიმონიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაიქცა სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" 2020 წლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

საია-ს თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, გადაიქცა ,,სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას”.

,,საია 2012 წლიდან მოყოლებული აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, როგორც საბჭოს სხდომებზე დასწრების, ასევე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თვალსაზრისით. ჩვენ გასულ წელსაც გვქონდა გარკვეული რეკომენდაციები და დღესაც გარკვეულ მიგნებებზე ვისაუბრებთ, თუმცა ის, რაც ამ მონიტორინგის შედეგად ვნახე კარგად ნაცნობი ძველია. იუსტიციის უმაღლეს საბჭო არის არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ გავლენების ქვეშ და ეს „კლანი“ იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა, მათი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მათი გადანიშვნა და სხვა. „კლანი“ განაგებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლოს სისტემას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი ფაქტობრივად გადაიქცა სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საბჭოს 2/3, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაზე. რამდენიმე დღის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც აჩვენა, რომ „კლანი“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მისთვის არის მისაღები“, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, „კლანის ძალაუფლების განმტკიცებას“ ხელს უწყობს სასამართლოს თავმჯდომარეების განწესების წესი და ვადის ამოწურვის შემდეგ მათი სხვადასხვა სასამართლოებში გადანიშვნა. მისივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების მიმართ წარდეგნილ საჩივრებს არ განიხილავს და უმაღლეს საბჭოს 2020 წელს წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით არავითარი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს საქმეები 5 თვის განმავლობაში უნდა განიხილონ.

„კლანის ძალაუფლების განმტკიცებას ხელს უწყობს სასამართლოს თავმჯდომარეების განწესების წესიც, საბჭო როტაციას უკეთებს სასამართლოების თავმჯდომარეებს და როდესაც ვადა ეწურებათ ხდება მათი გადანიშვნა სხვადასხვა სასამართლოებში, შესაბამისად ყველაზე მაღალი იერარქიის მქონე კლანის წევრები არიან სასამართლოების თავმჯდომარეების პოზიციაზე და რეალურად ისინი განსაზღვრავენ სასამართლოს შიგნით ბევრ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საკითხს. ის კვოტები, რომელიც საბჭოში აქვთ თავმჯდომარეებს, უზრუნველყოფს, რომ „კლანის“ ძალაუფლება კიდევ უფრო განმტკიცდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ვადის გაჭიანურება. კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით წარდგენილი საჩივრები არ იხილება და 2020 წელს წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით საბჭოს არავითარი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ეს საქმეები 5 თვის ვადაში უნდა იყოს განხილული. ესეც არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ საბჭო მისდამი ლოიალური მოსამართლეების მიმართ დისციპლინურ პასუხისმგებლობის საკითხებს არ იხილავს“, - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სასამართლოს რეფორმირების პროცესს. სიმონიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა ეს მხოლოდ პროცესუალურ საკითხებს ეხებოდა, რითიც „კლანის ლეგიტიმაცია კიდევ უფრო განმტკიცდა“.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ დაიხვეწა კანონმდებლობა, თუმცა ეს ემსახურებოდა მხოლოდ პროცესუალური ნორმების დახვეწას და ამის შედეგად მივიღეთ, რომ „კლანის“ ლეგიტიმაცია კიდევ უფრო განმტკიცდა პროცედურული ნორმების დახვეწით. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომელიც დაასუსტებს „კლანის“ გავლენას სასამართლო სისტემაში და გაზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს. აუცილებელია არამოსამართლე წევრთა დანიშვნის წესის ცვლილება და საბჭოში გადაწყვეტილების მიღება მოხდეს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების თანხმობის შედეგად იმისათვის, რომ მოსამართლე წევრთა ცალკე აღებული ძალაუფლება შემცირდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკოლოზ სიმონიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაიქცა სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" 2020 წლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

საია-ს თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, გადაიქცა ,,სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას”.

,,საია 2012 წლიდან მოყოლებული აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, როგორც საბჭოს სხდომებზე დასწრების, ასევე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თვალსაზრისით. ჩვენ გასულ წელსაც გვქონდა გარკვეული რეკომენდაციები და დღესაც გარკვეულ მიგნებებზე ვისაუბრებთ, თუმცა ის, რაც ამ მონიტორინგის შედეგად ვნახე კარგად ნაცნობი ძველია. იუსტიციის უმაღლეს საბჭო არის არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ გავლენების ქვეშ და ეს „კლანი“ იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა, მათი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მათი გადანიშვნა და სხვა. „კლანი“ განაგებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლოს სისტემას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი ფაქტობრივად გადაიქცა სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საბჭოს 2/3, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაზე. რამდენიმე დღის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც აჩვენა, რომ „კლანი“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მისთვის არის მისაღები“, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, „კლანის ძალაუფლების განმტკიცებას“ ხელს უწყობს სასამართლოს თავმჯდომარეების განწესების წესი და ვადის ამოწურვის შემდეგ მათი სხვადასხვა სასამართლოებში გადანიშვნა. მისივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების მიმართ წარდეგნილ საჩივრებს არ განიხილავს და უმაღლეს საბჭოს 2020 წელს წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით არავითარი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს საქმეები 5 თვის განმავლობაში უნდა განიხილონ.

„კლანის ძალაუფლების განმტკიცებას ხელს უწყობს სასამართლოს თავმჯდომარეების განწესების წესიც, საბჭო როტაციას უკეთებს სასამართლოების თავმჯდომარეებს და როდესაც ვადა ეწურებათ ხდება მათი გადანიშვნა სხვადასხვა სასამართლოებში, შესაბამისად ყველაზე მაღალი იერარქიის მქონე კლანის წევრები არიან სასამართლოების თავმჯდომარეების პოზიციაზე და რეალურად ისინი განსაზღვრავენ სასამართლოს შიგნით ბევრ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საკითხს. ის კვოტები, რომელიც საბჭოში აქვთ თავმჯდომარეებს, უზრუნველყოფს, რომ „კლანის“ ძალაუფლება კიდევ უფრო განმტკიცდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ვადის გაჭიანურება. კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით წარდგენილი საჩივრები არ იხილება და 2020 წელს წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით საბჭოს არავითარი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ეს საქმეები 5 თვის ვადაში უნდა იყოს განხილული. ესეც არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ საბჭო მისდამი ლოიალური მოსამართლეების მიმართ დისციპლინურ პასუხისმგებლობის საკითხებს არ იხილავს“, - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სასამართლოს რეფორმირების პროცესს. სიმონიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა ეს მხოლოდ პროცესუალურ საკითხებს ეხებოდა, რითიც „კლანის ლეგიტიმაცია კიდევ უფრო განმტკიცდა“.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ დაიხვეწა კანონმდებლობა, თუმცა ეს ემსახურებოდა მხოლოდ პროცესუალური ნორმების დახვეწას და ამის შედეგად მივიღეთ, რომ „კლანის“ ლეგიტიმაცია კიდევ უფრო განმტკიცდა პროცედურული ნორმების დახვეწით. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომელიც დაასუსტებს „კლანის“ გავლენას სასამართლო სისტემაში და გაზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს. აუცილებელია არამოსამართლე წევრთა დანიშვნის წესის ცვლილება და საბჭოში გადაწყვეტილების მიღება მოხდეს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების თანხმობის შედეგად იმისათვის, რომ მოსამართლე წევრთა ცალკე აღებული ძალაუფლება შემცირდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია