კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, შალვა ბედოიძემ და ვლადიმერ ბორცვაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

ამ დრომდე გიორგი ალადაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო