აჭარაში საერთაშორისო ინფოტურები გრძელდება

აჭარაში საერთაშორისო ინფოტურები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინელი ტუროპერატორები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.

„ინფოტურის მონაწილეებისთვის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ტურსააგენტოების წარმომადგენლებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები მოინახულეს, ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმს სტუმრობდნენ. ქედის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისას კი ინფოტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძები დაეგემოვნებინათ და ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სწვეოდნენ. უკრაინელი ტუროპერატორები აჭარაში 4 დღით იმყოფებიან და რეგიონს დღეს დატოვებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.