ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)

რა იწვევს წონის მატებას, რა ძირითადი მიზეზი აქვს მას, მედიკოსები განმარტავენ, რომ მიზეზი ბევრია.

მათ შორის, საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება, ღამით კვება, ფიზიკური აქტივობის შემცირება, ალკოჰოლური სასმელის ჭარბი მოხმარება...

„გარდა ამისა, რიგ შემთხვევაში, წონის მატებისა და კლების გაძნელებას გარკვეული დაავადებებიც იწვევს. ჰორმონალური დისბალანსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე. როდესაც დარღვეულია მეტაბოლიზმი, შესაბამისად აღინიშნება წონის მატებაც. არის დაავადებები, რომელთა დროსაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ სიმსუქნეა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, მ/ციკლის დარღვევები არის ყველაზე ხშირი მიზეზები წონის კლების გაძნელების,“ - აცხადებს აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ ჩადუნელი.

მისი თქმით, სიმსუქნე თავისთავად დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში კიდევ მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. აუარესებს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, ძვალ-სახსროვანი სისტემის და სხვა ორგანოების ფუნქციონირებას. სიმსუქნის ფონზე იზრდება რისკი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენის. ასევე იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა ლიპიდური ცვლა (იმატებს ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინი სისხლში), იზრდება რისკი ინფარქტისა და ინსულტის. სიმსუქნე საკმაოდ აუარესებს ცხოვრების ხარიხს. მნიშვნელოვანია ჭარბი წონის დროული დაკლება, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოვლენა.

- კი, მაგრამ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც არც ისე დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ, მაგრამ ჭარბ წონას მაინც საკმარისად აგროვებენ. არის პირუკუ ფაქტებიც - ბევრს ჭამენ, მაგრამ ეს მათ წონას არ მატებს. რასთან გვაქვს საქმე?

- საკმაოდ ხშირად უჩივიან სხვადასხვა დიეტების ფონზე წონის კლების გაძნელებას. წონის მატებას შეიძლება გარკვეული პროდუქტის მიღება იწვევდეს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ადამიანის ორგანიზმი ვერ იღებს რძის პროდუქტს, მაშინ როცა იგივე პროდუქტი სხვისთვის ყოვლად უსაფრთხოა, რადგან ყოველ ადამიანს კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე აქვს ინდივიდუალური მგრძნობელობა.

უნივერსალური დიეტა არ არსებობს. იმისათვის, რომ რაციონი სწორად შევადგინოთ, კლინიკა „ენმედიცში“ ვატარებთ ინტოლერანტობის ტესტს, რითიც ვიკვლევთ კონკრეტული პაციენტის მგრძნობელობას თითოეული საკვები პროდუქტის მიმართ. არიან ადამიანები, რომელთაც გარკვეული საკვები პროდუქტების მიმართ აუტანლობა აქვთ, რასაც საკვებისადმი ინტოლერანტობა ანუ საკვებისადმი აუტანლობა ეწოდება. სწორედ ასეთი შემთხვევები რაციონის სწორად შერჩევას საჭიროებს და ინტოლერანტობის გამომწვევი საკვები პროდუქტების რაციონიდან ამოღებას, რის შედეგადაც პაციენტი წონაში იკლებს და სასურველი შედეგი მიიღწევა.

- ყველანაირ საკვებს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ჭარბი წონის დაგროვება?

- წონის მატებას იწვევს მხოლოდ ის საკვები პროდუქტები, რომელთა მიმართაც ადამიანს ინტოლერანტობა ანუ აუტანლობა აღენიშნება. ინტოლერანტობა შეიძლება გამოხატული იყოს ნებისმიერი საკვები პროდუქტის მიმართ. ყველაზე ხშირია ინტოლერანტობა რძის მიმართ. საკვებისადმი ინტოლერანტობის დროს ერთ-ერთი ჩივილი წონის მატება და წონის კლების გაძნელებაა.

- და სწორედ თქვენს კლინიკაში ტარდება ანალიზი, რომლის საშუალებითაც ინტოლერანტობა განისაზღვრება. მოგვიყევით ამაზე, ანუ რას ნიშნავს და რას ადგენს ეს კვლევა?

- დიახ, არის სპეციალური ანალიზი ინტოლერანტობის ტესტი. რითიც ვადგენთ 221 საკვებ პროდუქტზე პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობას. კვლევის შედეგად ვიღებთ პროდუქტების სამ ჯგუფს. მწვანე ზონაში არის უსაფრთხო პროდუქტები, რომელთა მირთმევა არ იწვევს ჩივილებს და არანაირ შეზღუდვას არ საჭიროებს. ყვითელ ზონაში მოხვედრილი პროდუქტების მიღება საჭიროებს შემცირებას. დასაშვებია მათი მხოლოდ მცირე რაოდენობით მირთმევა. ხოლო წითელ ზონაში არსებული პროდუქტები საჭიროებს სრულ შეზღუდვას, რაციონიდან სრულად ამოღებას დაახლოებით 3-6 თვის განმავლობაში. წითელ ზონაში არსებული პროდუქტების რაციონიდან ამოღება ამცირებს მათ მიმართ ინტოლერანტობას. 3-6 თვის შემდეგ ინტოლერანტობის შემცირების შედეგად კვლავ შესაძლებელია აკრძალული პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა. შეზღუდული პროდუქტების რაციონში დაბრუნება ხდება ეტაპობრივად, მცირე ულუფებით და დოზირებულად. ინტოლერანტობის ტესტი 221 საკვებ პროდუქტზე ძალიან მარტივად კეთდება. ეს გახლავთ სისხლის ანალიზი, რაც პაციენტისთვის მარტივი და მოსახერხებელია.

- ე.ი. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია ყველანაირი საკვების მიღება?

- დიახ, არის შემთხვევები, როცა საკვებისადმი ინტოლერანტობა გამოხატულია რამდენიმე პროდუქტის მიმართ. რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების მიმართ ორგანიზმს აქვს აუტანლობა და მათი მიღება კონკრეტული პაციენტისთვის არ არის რეკომენდებული.

- უმეტესად რა სიმპტომებით და ჩივილებით გაკითხავენ პაციენტები?

- ინტოლერანტობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობა, სიმსუქნე, შეშუპება, ოფლიანობა, შებერილობა საკვების მიღების შემდეგ, ფაღარათი, შეკრულობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ძილის რეჟიმის დარღვევა, დეპრესია, სახსრების ტკივილი, ართრიტი, კუნთების ტკივილი, ცელიაკია, გასტრიტი და სხვა. აღნიშნული სიმპტომები ხშირად წლობით გრძელდება და კონკრეტული დაავადების მკურნალობა არ იძლევა ეფექტურ შედეგს. ინტოლერანტობისთვის დამახასიათებელი ჩივილები შეიძლება სხვა დაავადებების დროსაც აღინიშნებოდეს, რაც ართულებს ამ პრობლემის დროულ დიაგნოსტიკას.

- რა სხვაობაა, მაგალითად, ინტოლერანტობის გამომწვევი საკვების მიღების შემდგომ წარმოქმნილ გართულებასა და ალერგიულ რეაქციას შორის?

- პროდუქტების აუტანლობა პირდაპირპროპორციულად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. არის შემთხვევები, როცა ადამიანს აქვს ინტოლერანტობა, ანუ აუტანლობა კონკრეტული საკვები პროდუქტის მიმართ, თუმცა ჩივილები შეიძლება, რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ გამოვლინდეს. ალერგიული რეაქციის დროს კი ჩივილები ძირითადად უახლოეს პერიოდში ვლინდება და მკურნალობას დაუყოვნებლივ საჭიროებს. საკვებისადმი ინტოლერანტობით გამოწვეული ჩივილები ძირითადად წლების განმავლობაში იწვევს ჩივილებს და ალერგიისაგან განსხვავებით, სიცოცხლისათვის საშიში გართულებით არ ხასიათდება.

- ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საპრევენციო და სარეკომენდაციო რჩევები რა იქნება?

- საკვებისადმი ინტოლერანტობის პრევენცია სამწუხაროდ, შესაძლებელი არ არის, თუმცა თუ ადამიანი უჩივის ინტოლერანტობისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, რა თქმა უნდა, ვურჩევდი, ჩაიტაროს საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტი და სწორად შერჩეული რაციონით დროულად მოაგვაროს პრობლემა. საკვებისადმი ინტოლერანტობით გამოწვეული ჩივილები თავისით არ გაივლის. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გამოვლინდეს ინტოლერანტობის გამომწვევი პროდუქტები და შემდგომ დაინიშნოს შესაბამისი რაციონი.

ჭარბი წონის შემთხვევაში, პირველ რიგში, ვურჩევდი, მოაწესრიგონ კვების და ძილის რეჟიმი, გაზარდონ ფიზიკური აქტივობა და ხელი შეუწყონ წონის კლებას.

სიმსუქნის დროს კი საჭიროა, ჩატარდეს შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და დიეტასთან ერთად, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა.

სიმსუქნე ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებით იქნება გამოწვეული თუ რაიმე დაავადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროებს მკურნალობას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო