"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა

"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე საუბარი იყო პოსტკოვიდ რეაბილიტაციის, კურორტოლოგიისა და ბალნეოთერაპიის თანამედროვე მედიცინაში გამოყენებაზე.

როგორც "თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის" სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოს ძალიან დიდი კურორტოლოგიური პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულების - სამედიცინო ტურიზმის და ბალნეოთერაპიული ტურიზმის განვითარება.

„დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება საქართველოს კურორტოლოგიური-ბალნეოთერაპიული-რეაბილიტაციური პოტენციალის წარმოჩინებას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კურორტის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები, სტუმრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ძალიან დიდი კურორტოლოგიური პოტენციალი აქვს, რომ საქართველოში შესაძლებელია ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება, რაც არის სამედიცინო ტურიზმი და ბალნეოთერაპიული ტურიზმი, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ერაში. ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანის რეაბილიტაციას, პოსტკოვიდ რეაბილიტაციას და სხვა დაავადებების მკურნალობის პროცესში ამ მეთოდიკების და ამ პოტენციალის ჩართვას“, - განაცხადა ირაკლი გამყრელიძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ რეაბილიტოლოგთა და ბალნეოთერაპეტთა მიერ უკვე შემუშავდა პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროტოკოლი, რომელიც სხვადასხვა მეთოდით პოსტკოვიდ პერიოდში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქებას გულისხმობს.

"უკვე შემუშავებულია პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროტოკოლი, რომელიც შემუშავდა რეაბილიტოლოგთა და ბალნეოთერაპევტთა ასოციაციის მიერ. ეს პოსტკოვიდ რეაბილიტაციის პროტოკოლი ითვალისწინებს სხვადასხვა ფიზიკური მეთოდის გამოყენებით მდგომარეობის შემსუბუქებას პოსტკოვიდ პერიოდში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

"თბილისის ბალნეოლოგიურმა სპა კურორტმა" წარმატებით დანერგა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ტურიზმის მომსახურება. კურორტი საქართველოში ჩამომსვლელ პირებს ოფიციალური მოწვევის დოკუმენტით უზრუნველყოფს, რაც ტურისტებს მაქსიმალურად გაუმარტივებს ქვეყანაში შემოსვლას. მათ მომსახურებაში შედის ისეთი სერვისები, როგორიც არის: ონლაინ კონსულტაცია, ინტერნეტ ჯავშანი, მოწვევის ოფიციალური დოკუმენტი და ასევე, სხვადასხვა ტიპის პაკეტი, რომელიც კონკრეტულად სამკურნალო ტურიზმზეა მორგებული.

კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის სალომე ყვავილაშვილის განცხადებით, საქართველოში ბალნეოლოგიურ კურორტს უნიკალური შესაძლებლობები აქვს, როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიმართულებით, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებით.

„ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესია კურორტოლოგიის დარგის როლი მედიცინაში და ბალნეოლოგიაში. ბალნეოლოგიურ კურორტს ზოგადად საქართველოში აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიმართულებით, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებით. ზოგადად ევროპაში 4 ბალნეოლოგიური კურორტია და მათ შორის ერთ-ერთი არის თბილისში. მას გააჩნია უნიკალური რესურსი, ბუნებრივი ფაქტორები, მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანები, ტალახის და პარაფინის აპლიკაციები“, - განაცხადა სალომე ყვავილაშვილმა.

როგორც კონფერენციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „მედიქალ ვორლდის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ქობალიამ აღნიშნა, ინოვაციური პროდუქტები მნიშვნელოვანია როგორც კურორტოლოგიის, ასევე სამედიცინო რეაბილიტაციის განვითარებაში და მათი მიზანი, ამ დარგის განვითარებაში წვლილის შეტანაა.

(R)

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა