ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, მას შემდეგ რაც ჯერ ოპოზიციის ერთი ნაწილი შევიდა პარლამენტში, შემდეგ მეორე ნაწილი, იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმების რეალიზაციაზე ერთობლივად ეფექტურად იმუშავებდნენ, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი ხდება.

19 აპრილის შეთანხმების პუნქტების შესრულების მიმდინარეობაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ რადგან ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა - „არსად წასვლას არ ვაპირებ“, ჩვენი საუბარი ამ თემით გვინდა დავიწყოთ.

გასაგებია, რომ კანონით ცესკო-ს თავმჯდომარეს შეუძლია ამ თანამდებობაზე მანამდე იყოს, ვიდრე უფლებამოსილება არ ამოეწურება, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2020 არჩევნების შემდეგ მის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული ოპოზიციის პრაქტიკულად მთელ სპექტრს, შემდეგი არჩევნების მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობით ჩატარებას რა აზრი აქვს, გაუგებარია.

ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ახალი კანონმდებლობით ცესკო-ს თავმჯდომარის ფუნქციები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. თუ ასეც იქნა, მითუმეტეს გაუგებარია რატომ ვერ ელევა ქალბატონ ჟვანიას მმართველი გუნდი.

ქალბატონ ჟვანიას განცხადება იმას ხომ არ შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას და მმართველ გუნდს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ შემდეგი არჩევნების ისევ ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარება როგორც მინიმუმ საფრთხის შემცვლელია?

- დემოკრატიულ პროცესში ცენტრალური საკითხია საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების თითოეული მოქმედების მიმართ. ასე ჩანს, რომ სახელმწიფო უწყებები, თანამდებობის პირები, არა მხოლოდ თამარ ჟვანია, ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელსაც უდგება კრიზისული მომენტი თავის საქმიანობაში და კარგავს საზოგადოების ნდობას, სწორედ დემოკრატიაში ნდობის კომპონენტის მაღალ მნიშვნელობას უგულვებელყოფენ.

ასე მოხდა საზოგადოების ნდობადაკარგული ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ დანიშვნისას. ასე მოხდა საზოგადოების ნდობადაკარგული შსს მინისტრის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დაწინაურებისას. ასე ხდება წარსულში უსამართლო გადაწყვეტილებების მიმღები, საზოგადოების ნდობადაკარგული მოსამართლეების ხელახლა უვადოდ დანიშვნითა თუ დაწინაურებით.

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის, საარჩევნო მიზნებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, კენჭისყრის ოქმების ჩასწორების შესახებ საუბრობს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, რაც ამყარებს ქვეყნის შიგნით საარჩევნო პროცესში დარღვევების შესახებ გამოთქმულ ეჭვებს. ამასთან, პარლამენტში თავად მმართველი უმრავლესობის მიერ არის შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელმაც საარჩევნო დარღვევები უნდა შეისწავლოს.

უნდობლობის გარემოს უგულებელყოფით თამარ ჟვანია და მმართველი ხელისუფლება კვლავ უნდობლობისთვის იმეტებენ მომავალი არჩევნების შედეგებს.

უნდობლობის გარემოს უგულებელყოფით თამარ ჟვანია და მმართველი ხელისუფლება კვლავ უნდობლობისთვის იმეტებენ მომავალი არჩევნების შედეგებს, ეს კი არ წაადგება ქვეყანას

მათ უნდა ესმოდეთ, რომ რა გინდ კარგად არ უნდა ჩაატაროს თამარ ჟვანიამ მომდევნო არჩევნები, მის მიმართ არსებული უნდობლობა დამაზიანებელი იქნება კარსმომდგარი საარჩევნო პროცესისთვის.

ისინი ამ უნდობლობის შედეგებს წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღისა და შემდგომი პერიოდის ყოველ დღე იგრძნობენ და ეს არ წაადგება ქვეყანას.

- ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობა ყველასათვის პრიორიტეტულია, მასზე მუშაობა გრძელდება. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ბევრი რამ მაინც დაუზუსტებელ-გასასწორებელია.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "საარჩევნო კოდექსში" არის საკითხები, რაზეც უკვე ნათელია, რომ არ არის მზაობა რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციები გათვალისწინოს.

თქვენი დაკვირვებით „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით რა საკითხებში არ აქვს მზაობა „ქართულ ოცნებას“ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები?

- საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ახლა განიხილება, არ არის გამოქვეყნებული. სერიოზული პრობლემაა, როცა იგეგმება რეფორმა და ის წინასწარ არ არის გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. მეორე საკითხი, რაც საარჩევნო რეფორმას ეხება არის მისი ფრაგმენტულობა. საარჩევნო რეფორმა კომპლექსური საკითხია. ამ პროცესში ხელისუფლება რეკომენდაციების ნაწილს ითვალისწინებს, ნაწილს არ იღებს მხედველობაში.

ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გაიცემა, უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შინაარსით, რა შინაარსითაც რეკომენდაციებია გაცემული. რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილის გათვალისწინება არ არის საკმარისი რეალური საარჩევნო რეფორმის მისაღწევად.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ახლა განიხილება, არ არის გამოქვეყნებული. სერიოზული პრობლემაა, როცა იგეგმება რეფორმა და ის წინასწარ არ არის გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის...

რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილის გათვალისწინება არ არის საკმარისი რეალური საარჩევნო რეფორმის მისაღწევად

- სომხეთში სულ ახლახან ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 51%-ზე მეტ ამომრჩეველს არ მიუღია მონაწილეობა.

ადგილობრივი დამკვირვებლების მტკიცებით, სომხეთში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა უკავშირდებოდა იმას, რომ ფაშინიანის ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნიდან გასული ემიგრანტების ბიულეტენების გამოყენების საშუალება ხელისუფლების ჩათვლით არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონია.

წელს ჩვენთან ელექტრონულ ხმის მიცემას არ გამორიცხავენ, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ალბათ ემიგრანტებსაც ექნებათ საშუალება ელექტრონულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

წინა წლების გამოცდილება გვანახებს, რომ თბილისის უბნებში ხდება რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეების სხვადასხვა მისამართებზე ჩაწერა. თან ისე, რომ ამის შესახებ ბინის პატრონებმაც კი არ იციან. ეს რომ გამოირიცხოს, რამდენად შესაძლებელია რომ თუნდაც კანონმდებლობით აიკრძალოს ამგვარი რამ?

- აქ პრობლემა აღსრულებაშია. მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვება იწვევს სწორედ ეჭვებს და უნდობლობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

ასეთი ეჭვები ყოველი არჩევნების დროს გამოითქმის. პრობლემა ისაა, რომ არასოდეს არ მოხდა გამოძიება თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი.

- თუ საუბარს ამნისტიის კანონპროექტზე გავაგრძელებთ, თქვენ როგორ შეაფასებდით ორჯერ კენჭნაყარ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და იმას, რომ მის მიღებაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია?

- ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ყველა ჩართულ მხარეს თავისი ვერსია ჰქონდა, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი. ეს საკითხი სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური ასპექტის მატარებელია, რადგან ამნისტია ჰუმანური პოლიტიკური აქტია. ამიტომ, ახლა არ შევალ მსჯელობაში რომელი ვერსია იქნებოდა უფრო ჰუმანური ან გამართლებული.

საერთო სურათს თუ შევხედავთ ნათელია, 19 აპრილის შეთანხმების შესრულების პროცესი რთულდება იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების თითქმის ყველა პუნქტის შესრულებას განსხვავებულად ხედავს, ვიდრე ამ პროცესში ჩართული ყველა დანარჩენი სუბიექტი, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები თუ პარტნიორი ქვეყნები.

საერთო სურათს თუ შევხედავთ ნათელია, 19 აპრილის შეთანხმების შესრულების პროცესი რთულდება იმის გამო, რომქართული ოცნებაშეთანხმების თითქმის ყველა პუნქტის შესრულებას განსხვავებულად ხედავს, ვიდრე ამ პროცესში ჩართული ყველა დანარჩენი სუბიექტი, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები თუ პარტნიორი ქვეყნები

ეს არის 19 აპრილის შეთანხმების შესრულების პროცესის აუცილებლად მხედველობაში მისაღები ასპექტი ქართველი ამომრჩევლისთვისაც და საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც.

- აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე აირჩია. იუსტიციის საბჭომ კი პარლამენტს დასამტკიცებლად 5 მოსამართლე წარუდგინა. არადა, იმავე 19 აპრილის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე დეპუტატებს პარლამენტში უნდა ემსჯელათ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მათ აქვთ უფლება თავად შეარჩიონ მოსამართლეობის კანდიდატები. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის საკითხი გახდა „ქართულ ოცნებაში“ დიდი განხეთქილების საფუძველი. არავინ უარყოფს, რომ ამ ორგანოს შემადგენლობა იმხანად პარლამენტის თავმჯდომარემ, ახლა კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დააკომპლექტა.

ხელისუფლების პოზიცია, რომ 19 აპრილის შეთანხმება კონსტიტუციაზე მაღლა ვერანაირად ვერ იქნება, მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, რადგან საუბარია იმ კონსტიტუციაზე, რომელიც ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით იქნა მიღებული და მიღების შემდეგ სულ რაღაც ერთ წელიწადში აუცილებელი გახდა მასში ცვლილებების შეტანა.

სხვათა შორის, საუბარია იმ კონსტიტუციაზე, რომლის მიღებაში ოპოზიციის ძირითად ნაწილს მონაწილეობა არ მიუღია. არადა კონსტიტუცია სწორედაც რომ პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსით მიიღება.

თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად მართლმსაჯულების სისტემაში ხდება და ის, თუ როგორია მასზე მმართველი გუნდის რეაქცია?

- ის, რომ მმართველი ხელისუფლება უარს ამბობს შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე სასამართლოში რეფორმების განხორციელებამდე.

„ქართული ოცნების“ არგუმენტი, თითქოს 19 აპრილის შეთანხმება არ გულისხმობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას, ტყუილია. რაც შეეხება არგუმენტს, თითქოს მოსამართლეების არდანიშვნით დაირღვევა კონსტიტუცია, 2018 წლიდან დღემდე კონსტიტუცია არ შეცვლილა, ის იგივეა.

2018 წლიდან დღემდე არც ერთ ეტაპზე უზენაესი სასამართლო სრულად დაკომპლექტებული არ ყოფილა. თუ აქამდე არ იყო უზენაესი სასამართლო სრულად დაკომპლექტებული და ეს არ მიაჩნდა „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის დარღვევად, დღეს, როცა ევროკავშირის ფასილიტაციის შედეგია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება, ასევე, ამ შეთანხმების შემდეგაც არ წყდება პარტნიორი ქვეყნების მოწოდებები პროცესის შეჩერების შესახებ, დღეს გაახსენდა „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუცია?! თუ აქამდე არღვევდნენ კონსტიტუციას, ამაზე რა პასუხი აქვთ?! არ არის ეს დამაჯერებელი და თანმიმდევრული მოქმედება.

ფაქტია, რომ როცა 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი, „ქართული ოცნება“ სწორედ იმ პირობას დათანხმდა, რომ შეაჩერებდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესს შესაბამისი რეფორმის განხორციელებამდე.

ფაქტია, რომ როცა 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი, „ქართული ოცნებასწორედ იმ პირობას დათანხმდა, რომ შეაჩერებდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესს შესაბამისი რეფორმის განხორციელებამდე

ეს შეუსაბამობები მიუთითებს სწორედ, რომ საქმე გვაქვს პირობის შესრულების თავის არიდებასთან, რომ არ შევიდეთ უფრო ღრმა სამართლებრივ მსჯელობაში საკითხის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

- ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ - უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი და ჩავრთოთ დასავლელი პარტნიორები, რომქართული ოცნებადაუბრუნდეს შეთანხმების სულისკვეთებას.“ პრაქტიკულად იგივეს აცხადებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

პარლამენტში ახლადშესული ოპოზიცია ინიციატივას ინიციატივაზე აჟღერებს. ხან კორუფციის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა ანონსდება, ხანაც სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნა. სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი და „ლელო“ სასამართლო საკითხებზე კონკრეტული ინიციატივით წარდგება.

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რა თემებსაც შევეხეთ ხდება მაშინ, როცა შემოდგომაზე ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი. კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში ცვლილებებია შესატანი.

მოახლოებული არჩევნების გათვალიწინებით ახლა ყველა პოლიტიკური ძალა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს. ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ როგორ მივალთ არჩევნებამდე მაინც არ ჩანს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ პროცესს, რაზეც თვალის დევნება გვიწევს?

- ფართო სურათს რომ დავაკვირდეთ, მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას ყველა პოლიტიკური ძალა განსხვავებულად ხედავს და ცდილობს, რაც ამ შეთანხმებას შეუსრულებლობით ემუქრება.

განსაკუთრებული პრობლემაა მმართველი ხელისუფლების მცდელობები, თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი.

განსაკუთრებული პრობლემაა მმართველი ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი

ჩემთვის, როგორც პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგში ჩართული ადამიანისთვის, ნათელია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების პროცესში მმართველ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთი მიზანი არ ამოძრავებთ, რაც კონსენსუსის მიღწევას ართულებს.

მიზანი რომ იყოს ერთი, ამ მიზნის მიღწევის გზებზე შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. მაგრამ, მაგალითად, მოსამართლეთა დანიშვნის ნაწილში აშკარაა, რომ მმართველი ხელისუფლების მიზანი არ არის დამსახურების პრინციპით მოსამართლეთა შერჩევა. ასე რომ იყოს, ეჭვქვეშ არ დადგებოდა შეთანხმების პირობა დანიშვნების პროცესის შეჩერებაზე და რეფორმირებული პროცედურით მოსამართლეთა დანიშვნაზე.

მართლმსაჯულების რეფორმას რა აზრი ექნება თუ რეფორმის გატარების დროისთვის ყველა მოსამართლე უვადოდ იქნება დანიშნული?! ეს არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. აქ აშკარაა მმართველი ხელისუფლებისა და ოპოზიციის, რომელიც ითხოვს პროცესის შეჩერებას, მიზნებს შორის აცდენა.

ამიტომ, პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისთვის პარტნიორი ქვეყნების ფასილიტაცია და ვიტყოდი მონიტორინგიც კი, კვლავ გადამწყვეტი იქნება.

პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისთვის პარტნიორი ქვეყნების ფასილიტაცია და ვიტყოდი მონიტორინგიც კი, კვლავ გადამწყვეტი იქნება

- ფაქტია, რომ ქვეყანას ახლა ისეთი პოლიტიკური პროცესი სჭირდება, როცა თუ ყველაფერი არა, ბევრი რამ მაინც პროგნოზირებადია.

აშკარაა, რომ ახლა თუ რამაა პროგნოზირებადი დაქსაქსულ ოპოზიციასთან შედარებით მმართველი გუნდის მიერ უფრო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

ჩანს ისიც, რომ ჯერჯერობით ოპოზიცია ვერ ახერხებს ამომრჩეველმა იგი ხელისუფლების ალტერნატივად მიიჩნიოს. არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. სავარუდოდ, როგორ აღიქვამს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ხალხი, რომელმაც 2021 წლის არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს?

- გასული წლების არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ამომრჩევლის ინტერესი ყოველთვის გაცილებით დაბალია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების მიმართ.

ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში ძალიან სუსტია და გავლენას ვერ ახდენს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე.

ისევ ცენტრიდან წყდება რა არის ადგილზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ისევ ცენტრიდან ხდება მათი მოგვარება, რაც შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს ადგილობრივ საჭიროებებს, ამასთან, ძირს უთხრის ადგილობრივი თვითმმართველობის იდეას.

ამ ფონზე მმართველი ხელისუფლება, როგორც წესი, არ მიყვება დეცენტრალიზაციის სტრატეგიას და ხშირად თვითმმართველობის გაძლიერების ნაცვლად ისეთ კანონებს თუ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ასუსტებს თვითმმართველობას. თუმცა ეს ცალკე და კომპლექსური საკითხია.

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს ძალიან აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს ამომრჩეველთან, დაარწმუნოს მოსახლეობა ამ არჩევნების განსხვავებულობაში ყველა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან.

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს ძალიან აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს ამომრჩეველთან, დაარწმუნოს მოსახლეობა ამ არჩევნების განსხვავებულობაში ყველა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან

რეფერენდუმის ძალა, რაც ამ არჩევნების შედეგებს მიენიჭა 19 აპრილის შეთანხმებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ამომრჩევლის აქტიურობას მომავალ არჩევნებზე, დაანახოს ამ არჩევნების შედეგების გავლენა მთლიანად ქვეყანაზე და არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, შესთავაზოს არსებული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გეგმები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ დონეზეც.

მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების კამპანია ოპოზიციამ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მორიგ საპარლამენტო საარჩევნო კამპანიად უნდა დასახოს. ეს შეიძლება შესაძლებლობადაც აღვიქვათ ოპოზიციისთვის, ესაუბროს ამომრჩეველს უფრო დიდ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, თუმცა, ამასთან, რთული ამოცანაა, რაც ოპოზიციამ დარჩენილ ძალიან მოკლე დროში უნდა დაძლიოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს