გორის მერი სოფელ ზერტის მოსახლეობას შეხვდა და კვარხეთი-ზერტის დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ ზერტის მოსახლეობას შეხვდა და კვარხეთი-ზერტის დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის თანდაფინანსებით განხორციელდა.
„პროექტის ფარგლებში 3 347 მეტრი გზის საფარი მოწესრიგდა და სამუშაოებზე 800 000 ლარამდე დაიხარჯა.
გზის პრობლემა ადგილობრივებს წლების განმავლობაში აწუხებდათ და პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, კვარხეთი-ზერტის დამაკავშირებელ გზაზე, ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ დამონტაჟდება, რაც მოსახლეობამ მერთან შეხვედრის დროსაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად დააყენა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























