Reuters  - საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპელ პარტნიორებს ვლადიმერ პუტინთან სამიტი შესთავაზეს

გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ევროკავშირში მათ პარტნიორებს რუსეთეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივი სამიტის გამართვის იდეა შესთავაზეს - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დისკუსია გვჭირდება იმაზე, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ამ ნეგატიურ სპირალს. ჩვენ გვჭირდება ერთობლივად წინსვლა“, - განაცხადა ევროკავშირში მაღალი რანგის დიპლომატმა, თუმცა მისი თქმით, ბალტიის ზღვის რეგიონის ქვეყნები ფიქრობენ, რომ სამიტს შესაძლოა რუსეთი არ დათანხმდეს.

ამ საკითხზე ასევე წერს გამოცემა Financial Times.

„დიპლომატები აცხადებენ, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სურს ევროკავშირმა იფიქროს ვლადიმერ პუტინის ევროკავშირის ლიდერებთან სამიტზე მიწვევაზე და ამ ინიციატივას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი“, - წერს Financial Times.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები კრემლთან ურთიერთობების ახალ ინიციატივებს კოლეგებს უზიარებენ. ამასთან, მერკელი ევროკავშირში მის მოკავშირეებთან ბოლო დღეებში ახლო კონტაქტშია - ბერლინში მოლაპარაკებებზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. ასევე, მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებებზე ბერლინში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც იმყოფებოდა. „გერმანიის აზრით, ბაიდებ-პუტინის შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მაგალითია. მერკელი პუტინს რეგულარულად ხვდება, მაგრამ ემხრობა ისეთი ფორმატის მოძებნას, სადაც ევროკავშირს შეეძლება ერთხმად ელაპარაკოს პუტინს“, - წერს Financial Times.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, გერმანულ-ფრანგულ ინიციატივას ევროკავშირის ქვეყნებში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ზოგიც კი ამ იდეას სკეპტიკურად უყურებს. მედიის ცნობით, ევროკავშირის წარმომადგენლებსა და ვლადიმერ პუტინს შორის მსგავსი სახის შეხვედრები, 2014 წლიდან, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შეწყდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს