ევროკავშირი - ხაზს ვუსვამთ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან მკაცრი და კოორდინირებული რეაგირების აუცილებლობას რუსეთის ნებისმიერი მავნე, უკანონო და ხელის შემშლელი ქმედებების მიმართ

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან მკაცრი და კოორდინირებული რეაგირების აუცილებლობას რუსეთის ნებისმიერი მავნე, უკანონო და ხელის შემშლელი ქმედებების მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გუშინდელი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროკავშირი მოუწოდს ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის ეკონომიკური სანქციების, დაწესების ვარიანტები.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, აღმოსავლეთ პარტნიორებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანთა შორის კავშირების თუ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობა.

„ევროპული საბჭო ხაზს უსვამს პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების აუცილებლობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან მათი მდგრადობის გაზრდის მიზნით. ამ კონტექსტში საბჭო უბრუნდება 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მეტი პოლიტიკური ვალდებულება გამოიჩინოს და შეწყვიტოს ქმედებები ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

“ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები გამოიჩენენ უფრო კონსტრუქციულ ჩართულობას, მეტ პოლიტიკურ ვალდებულებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირის და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ წამოყენებულ ინიციატივაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგის გამართვას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა