საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა

- გაგვაცანით რა ძირითად მიმართულებებზე მუშაობს საპენსიო სააგენტო მონაწილეებისთვის მომსახურების გაწევის თვალსაზრისით?

- საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით მომსახურების გაწევაზე ძირითადად პასუხისმგებელია მონაწილეთა მომსახურების განყოფილება, რომელიც ოპერირებს ორი მიმართულებით, კერძოდ, მონაწილეთა მომსახურების სივრცის და ცხელი ხაზის მეშვეობით. მონაწილეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა, რათა საზოგადოებისთვის მომსახურების მიღების პროცესი იყოს მოქნილი, მარტივი და კომფორტული. გადაიდგა ნაბიჯები ინსტიტუციური მშენებლობის განმტკიცების და პროცესების ანალიზის საფუძველზე, შემდგომი პროექტების დანერგვის მიმართულებით. შემუშავდა მონაწილეთა მომართვიანობის შესახებ მონაცემთა შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგია, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის აღრიცხვიანობის სისრულეს, სიზუსტეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხების შინაარსობრივ ანალიზს. ამგვარი ანალიზის შედეგად, უფრო ცხადი და თვალსაჩინო ხდება, არსებული მექანიზმების პოტენციური დახვეწის და საქმიანობის შემდგომი განვითარების საჭიროება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მონაწილეთა ინტერესები, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკუკავშირის მექანიზმების არსებობას. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს არაერთი კვლევა, რომელიც ჩატარდა მომსახურების ხარისხის შეფასების და დახვეწის მიზნით და საზოგადოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მომსახურების მიწოდების პროცესის ოპტიმიზაცია განხორციელდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია, სერვისებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ამაღლება, რათა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ თითოეულ პირს ჰქონდეს მარტივი და შეუფერხებელი წვდომა, მათთვის საინტერესო მომსახურებაზე. აქტიურად ვმუშაობთ პროცესების დიგიტალიზაციაზე და დისტანციური არხების მეშვეობით კიდევ უფრო მეტი მომსახურების შეთავაზებაზე.

- რა ძირითადი კითხვებით მოგმართავენ მოქალაქეები?

- მოქალაქეების შეკითხვები სხვადასხვა შინაარსისაა და შესაძლოა უკავშირდებოდეს კონკრეტული ინფორმაციის დაზუსტებას, საპენსიო დეკლარაციის წარდგენასთან, შევსებასა ან კორექტირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის გამოყენებას, სხვადასხვა განაცხადის მიღებას, პენსიის დანიშვნას და სხვა.

- როგორ იმუშავა საპენსიო სააგენტომ პანდემიის პიკში და გაართვა თუ არა თავი?

- კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შესაბამისად და შეუფერხებლად ახორციელებდნენ სერვისების მიწოდებას. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების თანამშრომლების ნაწილი გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, ხოლო სამუშაო ადგილზე საქმიანობის განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, დაცული იყო სოციალური დისტანცირების პრინციპი. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ, თავდაუზოგავი და კეთილსინდისიერი შრომისთვის.

- რას გეგმავს სააგენტო შშმ პირების სერვისების ირგვლივ?

- სააგენტოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მომსახურების პროცესის გამარტივება, რათა მათ ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა სააგენტოს მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე. ამ მხრივ, განსახორციელებელი აქტივობები განსაზღვრულია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, საყურადღებოა, ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტიანი არხების დანერგვა.

- გაგვაცანით საპენსიო სააგენტოში მონაწილეთა მომართვიანობის საშუალო სტატისტიკა?

- ყოველდღიურ რეჟიმში, საპენსიო სააგენტოს, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით, საშუალოდ 400-მდე ადამიანი მომართავს. ძირითადი პროცენტული წილი, საინფორმაციო ხასიათის შეკითხვებზე მოდის, რაც სხვადასხვა მომსახურებასთან დაკავშირებით, ტექნიკური ხასიათის დაზუსტებებს შესაძლოა მოიცავდეს. განსაზღვრულია მონაცემთა ასახვის სისტემატიზებული ფორმატი, რომელიც მრავალი ნიშნით სორტირებულ სტატისტიკურ მახასიათებლებს ითვალისწინებს. აღნიშნულის დამუშავება და გაანალიზება, რეალური სურათის მკაფიოდ აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, იგი ხელს უწყობს მომსახურების ნაწილში, როგორც ინსტრუმენტალურ, ისე საკვალიფიკაციო დონეზე არსებული შესაძლო გამოწვევების მუდმივ იდენტიფიცირებას, ასევე საქმიანობის სრულყოფაზე, განვითარებაზე და მომხმარებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული პროექტების დანერგვას.

- რა ფასეულობებს ეფუძნება საპენსიო სააგენტო?

- საპენსიო სააგენტოს ძირითად ფასეულობებს წარმოადგენს მნიშვნელოვანი საქმის ერთგულად, პატიოსნად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით განხორციელება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის. ჩვენი ყოველი საქმე, სწორედ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის და უკეთესი საქართველოს შენების სურვილითაა შთაგონებული. გუნდიაცნობიერებსსრულპასუხისმგებლობასდამზადარისმუდმივადგაუზიაროსმიღწეულიშედეგებისშესახებინფორმაციათითოეულმოქალაქეს.

თქვენ, როგორც არა ხელმძღვანელი პირი, არამედ როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რას ურჩევდით ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა სქემაში? მაგალითად თვითდასაქმებულებს?

სქემაში გაწევრიანება, მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და მათ მიერ სარგებლის მიღების მიზნით ხდება, ვინაიდან აღიარებულია მაქსიმალური ძალისხმევა და მზადყოფნა, საზოგადოების საჭიროებების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა