ფოთის მერმა წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა

ფოთის მერმა წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტყებუჩავამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მერიის ჯილდო გადასცეს.

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ კურსდამთავრებულებს სწავლის წარჩინებით დასრულება მიულოცა, ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები და უმაღლეს სასწავლებელში წარმატებები უსურვა. 2020-21 სასწავლო წელს ფოთში 370 კურსადამთვრებულია. მათგან 29 ოქროსა და ვერცხლის მედლების კანდიდატია.

„ჯილდოს მფლობელები გახდნენ: თეკლა დუნდუა (N3 საჯარო სკოლა); ოფიო ბასილაია(N3 საჯარო სკოლა); ლუკა ამბალია (N6 საჯარო სკოლა); ლევან ლოლუა (წმ. ნიკოლოზის სკოლა),ალექსანდრე ვაშაკიძე(N1 საჯარო სკოლა); შორენა შურღაია (N2 საჯარო სკოლა); ნინო ადამია (N4 საჯარო სკოლა); ირაკლი ჩარგაზია(N5 საჯარო სკოლა) ;მარიამ დანელია(N7 საჯარო სკოლა); მეგი გუგუსიანი (N 8 საჯარო სკოლა); ლიზი გამისონია (N 12 საჯარო სკოლა);ანა მიქაძე(N15 საჯარო სკოლა); ქრისტინე ზუბცოვა (შპს, გიმნაზია); თინათინ გოგუაძე( სსიპ კოლეჯი „ფაზისი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.