რუსთავში “მერსედესის” და “აუდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ

რუსთავში “მერსედესის” და “აუდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთეს “მერსედესისა” და “აუდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ,,აუდის" მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ლამპიონს დაეჯახა.

ავტომობილებილებში მყოფმა პირებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.