ირაკლი ქარსელაძე - სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში 300-მდე მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომელმაც მიმდინარე სამუშაო ადგილზე დაათვალიერა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, პროექტის თანახმად, სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება და შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების სისტემები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

მათი ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„ხელშეკრულებით წლის ბოლომდე აქვს ვადა კონტრაქტორ კომპანიას, მაგრამ სასიხარულოა, რომ სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება და სექტემბრისთვის ურბნისელი ბავშვები განათლების მიღებას განახლებულ სივრცეში შეძლებენ. ზოგადად, 65 ახალი სკოლა შენდება ჩვენი მეთვალყურეობით, საიდანაც 36 უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე სულ 60 ობიექტს ჩავიბარებთ და აქედან მხოლოდ 5 სკოლა გადავა 2022 წელს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო მიმართულებას, 80-ზე მეტი მიმდინარე პროექტი გვაქვს და ურბნისის სკოლა მათ შორის ერთ-ერთია. ამას გარდა, მსოფლიო ბანკის დახმარებით, კიდევ 80 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ და ამ ეტაპზე, საპროექტო და დიზაინერული კომპანიების შერჩევის პროცესში ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონების განვითარებისა და ამ კონტექსტში, განათლების ინფრასტრუქტურის განახლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

„პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სტრატეგია არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ რეგიონების განვითარებაა, თანამედროვე სტანდარტების განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რაც სხვა სახის ინფრასტრუქტურასთან ერთად, ხელს შეუწყობს ადგილებზე ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით