ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. სამართალდამცველები ცდილობდნენ გზის გათავისუფლებას, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეების განაცხადებით, ამ დროისთვის დაკავებული 13 პირი უკანონო პატიმრობაში არიან და უნდა გათავისუფლდნენ.

„13 ახალგაზრდაა დაკავებული. იყვნენ მაშველები, გადაარჩინეს 42 ადამიანის სიცოცხლე. რაღაც ინციდენტი მოხდა და ყველას ერთნაირი სასჯელი მისცეს. იქნება აქციები, არ გავჩერდებით, სანამ ჩვენს ახლობლებს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ. ბიჭების გათავისუფლებას ვითხოვთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა