ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს

ოზურგეთში, სამედიცინო ცენტრ „მედალფაში" ნაკვეთი ჭრილობით არასრულწლოვანი შეიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობა ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. „მედალფას“ დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, პაციენტს გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობისთვის ქუთაისში გადაიყვანეს.

„მოზარდმა კლინიკაში შემოსვლისას მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მოტოციკლით მოძრაობის დროს კისრის არეში რაღაც უცხო სხეული მოხვდა. მას აღენიშნებოდა კისრის არეში, მარჯვენა მხარეს, უსწორმასწორო ზედაპირით ნაკვეთი ჭრილობა, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრი. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა რამდენიმე საფანტი, ეს ცეცხლსასროლი იარაღია. ჭრილობა დამუშავდა, სისხლდენა შეჩერდა და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. შემდგომი მკურნალობისთვის ის გადაყვანილია ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში,"- განაცხადა დავით მდინარაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა