დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-სახელწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიჯი დი მაიოს მიწვევით, გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს.

მინისტრმა კოალიციის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადებას სიტყვით მიმართა და საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და გამოხატა მზაობა მომავალშიც პარტნიორებთან ერთად იმოქმედოს არსებული გამოწვევების დასაძლევდ. მან ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების ფასდაუდებელ წვლილს საერთაშორისო მისიებში. ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების მხრივ დღეს არსებულ გამოწვევებზე და ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ არსებულ რთულ ვითარებას.

კოალიციის შეხვედრაში, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო თავმჯდომარეობენ, 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მონაწილეობენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო