დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას განაგრძობს. კერძოდ, დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ხუთ მისამართზე ასფალტის საფარი ჯამში, 4 055 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ ამორტიზებული ასფალტის საფარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა, ასევე მოეწყო ტროტუარი.
მათივე ცნობით, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-3, მე-15, მე-16, 29-ე და 38-ე კორპუსებთან ასფალტის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 153 715 ლარი გამოიყო. ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა.
ანალოგიური ტიპის სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ და მე-5 კვარტლის პირველ ა-სთან მიმდინარეობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"