კელი დეგნანი პრაიდზე - ვიმედოვნებთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე განხორციელდება

არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რათა საქართველოს მოქალაქეებს მათი ფუნდამენტური უფლებების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებაში ხელი შეუშალოს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოში პრაიდის კვირეულის გამართვას.

მისი თქმით, სამართალდამცავების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლება მშვიდობიან, არაძალადობრივ გარემოში განახორციელონ.

„საქართველო ადამიანის უფლებებისთვის ასწლეულების განმავლობაში იბრძოდა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რათა საქართველოს მოქალაქეებს მათი ფუნდამენტური უფლებების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებაში ხელი შეუშალოს. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ ფუნდამენტური უფლებების განხორციელება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება მშვიდობიან გარემოში განხორციელდება, ძალადობის გარეშე,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025