თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ელჩს და ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს, II რანგის კაპიტანს ვინს ოუენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ბრიტანეთთან არსებული საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზეც.

მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე რომელშიც, ბათუმს როგორც საპორტო ქალაქს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER ბათუმში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო