დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპანია „ფილიპ მორის საქართველო“ განცხადებას პასუხობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის განცხადებით, ირონიულია თამბაქოს ზიანის შემცირებაზე ისაუბროს თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ, რომლის მიერ ხორციელდება ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც იწვევს მილიონობით ადამიანის დაავადებასა და სიკვდილს.

ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კომპანია „ფილიპ მორის საქართველო“ განცხადებას, სადაც კომპანია თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ მის მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუბრობს და იმედგაცრუებას გამოხატავს თამბაქოს კონტროლის განმახორციელებელი სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების „მანიპულაციებზე“.

„დღეს, COVID მსოფლიო პანდემიის დროს, მწეველები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან, რადგან ამჟამად არსებული მონაცემები ცხადყოფს მნიშვნელოვან კორელაციას მწეველობასა და კორონავირუსული ინფექციის მწვავე გართულებებს შორის. რადგან COVID-19-ის სამიზნე ფილტვები და სხვა სასიცოცხლო ორგანოებია, როგორიც არის გული, თირკმელები და ა.შ., ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც აზიანებს ან ასუსტებს ამ ორგანოებს, ზრდის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკს; იგივე ეხება ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებსა და პასიური მწეველობას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ თამბაქოს კონტროლის რეგულირებაზე მუშაობის პროცესში უდიდესი წვლილი აქვს არა კერძო და გაურკვეველი (ხშირად ინდუსტრიის მხრიდან მომავალი) წყაროებიდან მიღებული დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს, არამედ თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის და განსაკუთრებულად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პროდუქტები შემოაქვს არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპების განსახორციელებლად, არამედ საკუთარი მოგების მისაღებად.

„ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისაგან, მონაწილეობისა და ხელშეწყობისაგან! ნუ შეუწყობთ ხელს თამბაქოს პროდუქტების პოპულარიზაციას და თამბაქოს ინდუსტრიასა და ჯანდაცვის სექტორს შორის ინტერესთა კონფლიქტის გაღრმავებას, ნუ დადგებით სიკვდილის ინდუსტრიის მხარეს.

დამატებით ვაცხადებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ემიჯნება ყველა ორგანიზაციას და ინდივიდს, ვინც თანამშრომლობს თამბაქოს ინდუსტრიასთან ნებისმიერი ფორმით“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადება სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა