„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ სახელმწიფო ტყის მიწების რეგისტრაციის უკონტროლო პროცესის შეჩერების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულმა პლატფორმამ, დეტალური შესწავლის ნიადაგზე, გამოავლინა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ტყის საზღვრების უკონტროლო და მასობრივი ცვლილებების პროცესთან დაკავშირებული მაღალი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი რისკები, რაც მთვრობის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

კერძოდ, 2016 წლის 1 აგვისტოდან, მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის ამოქმედებამ, შექმნა სამართლებრივი „თეთრი ლაქა“ იმისთვის, რომ ტყის საზღვრების კორექტირება და სახელმწიფო ტყეების კერძო საკუთრებაში რეგისტრაცია სატყეო კანონმდებლობის და მართვის ორგანოების გვერდის ავლით განხორციელდეს.

დღევანდელი მდგომარეობით, ძვირადღირებული ქონების სრულიად უფასოდ დაუფლების პრეცედენტების რაოდენობა იზრდება საქართველოს ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში და ცალკეულ სოფლებში უკვე ათეულობით შემთხვევას აღწევს. ტყიდან ამორიცხული და ფიზიკურ პირებზე დარეგისტრირებული ადგილები ძირითადად, მდებარეობს საკურორტო, ტურისტული ან ურბანული ზონების სიახლოვეს, სადაც მიწის ფასი მაღალია.

არსებობს დაზუსტებული ფაქტები, როცა ტყის კარგად შენარჩუნებული კორომებით დაფარული ტერიტორიები, რეგისტრაციიდან უმოკლეს პერიოდში, მთლიანად იჩეხება და ბუნებრივი ეკოსისტემისთვის სრულიად არათავსებადი ინფრასტრუქტურით იტვირთება. შედეგად, ფიზიკურად და იურიდიულად ქრება არა მხოლოდ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სატყეო ფართობები, არამედ, ბუნებრივი ეკოსისტემების ფრაგმენტაციის და გარემოში უხეში ჩარევის შედეგად, შეუქცევადი ზიანი ადგება ვრცელ ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტებს.

სახეზეა გაჩეხილი ხელშეუხებელი კორომები, მოჭრილი მთები, სამშენებლო ნარჩენში დამარხული ფერდობები, შეღობილი ჩანჩქერები და კანიონები, გადატიხრული ტყეები და მდინარეები.

მსოფლიო ღირებულების ეკოსისტემების, ბუნების ძეგლებისა და კულტურული ლანდშაფტების ხელყოფის გარდა, სრულიად უსარგებლოდ ნიავდება სახელმწიფო ქონება და იკარგება ეკონომიკური პოტენციალი.

განსაკუთრებული ზიანი ადგება საერთაშორისო მნიშვნელობის ზონებს ისტორიულ-კულტურული, ღვინის, აგრო და ეკოტურიზმის მიმართულებით. სუსტდება ბიზნესი და მცირდება სამუშო ადგილები. ილახება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, იზღუდება წვდომა საარსებო რესურსებზე, იზრდება სიღარიბე და მცირდება ცხოვრების ხარისხი.

ამასთან, მაღალი საბაზრო ღირებულების სახელმწიფო ქონების მასობრივი მიტაცება სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კარგი მმართველობის ადგილობრივ ინდექსზე და ზრდის კორუფციის რისკებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოითხოვს:

სასწრაფოდ შეჩერდეს ტყის საზღვრების კორექტირებისა და ტყის მიწების რეგისტრაციის პროცესი;

ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოსცეს სპეციალური დადგენილება ტყის მიწების რეგისტრაციის შესახებ შემოსული განცხადებების განხილვისა და ახალი განცხადებების მიღების პროცესის შეჩერების შესახებ, აღნიშნული პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოებში დაბრუნებამდე.

ტყის მიწების რეგისტრაცია დაუბრუნდეს საკანონმდებლო ჩარჩოებს და განხორციელდეს მხოლოდ მმართველი უწყებების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაწილეობით;

ამ მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს მუშობა ტყის საზღვრების კორექტირების კანონმდებლობის განახლებაზე და უზრუნველყოს მასში საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო სექტორის ფართო მონაწილეობა“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
  2. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
  3. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  4. ლიბერალური აკადემია თბილისი
  5. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
  6. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი
  7. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
  8. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი”
  9. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
  10. საზოგადოებრივი დამცველი
  11. ასოციაცია ტოლერანტი
  12. ფონდიკავკასიისეკოლოგია
  13. ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
  14. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  15. ახალგაზრდული ალტერნატივა
  16. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  17. ფონდი სოხუმი
  18. საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”
  19. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  20. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური კვლევების ინსტიტუტი
  21. ფონდი "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი"
  22. ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მშვიდობის სამოქალაქო პლატფორმა
  23. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის
  24. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
  25. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
  26. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
  27. ლევან მიქელაძის ფონდი
  28. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა
  29. მეწარმე ქალთა ფონდი
  30. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“
  31. ასოციაცია „ათინათი“

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი