ელემენტ კონსტრაქშენი #1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიის წოდება ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ წლის ყველაზე გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე „Golden Brand“ მიენიჭა. აღნიშნული წოდება გადაეცემა კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხით, სანდოობით და საკუთარი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

,,მშენებლობა გუნდური საქმეა და ეს გამარჯვებაც ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ თითოეულ თანამშრომელს ეკუთვნის. მიღებული ჯილდო მნიშვნელოვანი სტიმულია ჩვენთვის. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აქტიურად განაგრძობს ინდუსტრიულ მშენებლობას სხვადასხვა დარგის ყველაზე მსხვილი წარმომადგენლებისთვის“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო ბუსკივაძემ.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს დაჯილდოება Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულის გამოსავლენ კვლევაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. პარალელურად, გამოიკითხა 2000-ზე მეტი მომხმარებელი. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად სწორედ მათ დაასახელეს.

ინდუსტრიული ობიექტების პარალელურად, ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ პორტფელში ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს შეხვდებით.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა