დავით გაბაიძე და სოზარ სუბარი ქედის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქედის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„თვითმმართველობა, უპირველესად, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებაა თავად შეარჩიოს და გადაწყვიტოს მისთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხები. მონაწილეობითი ბიუჯეტი კი კარგი მმართველობის გამოვლინებაა და ქედის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელმაც ეს საქმე წარმატებით განახორციელა. როგორც ამ კუთხის შვილი, ვისურვებდი მსგავსი პროექტები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გვენახა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან თანამშრომლობით გამართულ, “KTW- ქედის ღვინის საწარმოში“ ქედის 2021 წლის მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტის პროგრამის პრეზენტაციაზე, აჭარის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი კრისტოფ ბაიერი, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ხორციელდება. ქედა პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც GIZ-ის პროგრამაში ჩაერთო.

ცნობისთვის, მონაწილეობით ბიუჯეტში ქედის მუნიციპალიტეტი 2018 წლის ბოლოს ჩაერთო. 2020 წელს პროგრამა საპილოტედ განხორციელდა უშუალოდ დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტს მოსახლეობის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რაც კენჭისყრაში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატა. კენჭისყრის მონაწილეებმა დაბაში( 54%) „სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის“ მშენებლობა, ხოლო სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აირჩიეს. 2021 წელს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 64 სოფლისათვის 1 000 000-მდე ლარი გამოიყო, რომელიც ყველა სოფელზე გადანაწილდა.

წელსვე, პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში მცხოვრებლებმა 232 იდეა დაარეგისტრირეს, რომელთაგან მხოლოდ 15-ს ეთქვა უარი, ხოლო იდენტური პროექტები გაერთიანდა. იდეების კენჭისყრა 2,3 და 4 ივლისს გაიმართება.

პრეზენტაციის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ყველაზე კრეატიული იდეისა და პროექტების ყველაზე უმცროსი და უხუცესი ავტორები. ასევე გაიმართა შეხვედრა მობილიზატორებთან.

GIZ-ის პროგრამის სტრატეგიული მხარდაჭერები საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროები არიან. პროგრამა მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო