„ტოიოტას” ხელმძღვანელობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ეწვია

„ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი, ქოჯი მაცუნო, „ტოიოტა კავკასიის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, ტომოია იამაგუჩი და „ტოიოტა კავკასიის“ ლოგისტიკის ხელმძღვანელი, რუსუდან მელაძე „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, „ტოიოტას“ წარმომადგენლები ნავსადგურის ხელმძღვანელობასა და ოპერაციების გუნდს შეხვდნენ, რითაც ნავსადგურში მათი წარმოების ახალი ავტომობილების გადმოტვირთვის, დასაწყობებისა და საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში გაშვების პროცესის მიმდინარეობას უშუალოდ გაეცნენ. „2021 წლის დასაწყისიდან, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ „ტოიოტას“ მარკის ახალი ავტომანქანების საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებისათვის ბორნით მიღება-დამუშავებას ახორციელებს. ახალი ავტომობილები სპეციფიკურ ტვირთს წარმოადგენს, რომლის დამუშავება უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს, რათა პირველ მფლობელებს ახალ, პრაქტიკულად ხელუხლებელ მდგომარეობაში მიეწოდოს. შესაბამისად, გემიდან აღნიშნული ტვირთის განსაკუთრებული სიფრთხილით გადმოტვირთვის, ნავსადგურის ტერიტორიაზე დასაწყობებისა და გაცემის საფეხურების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ახალი პროცესები დანერგა, რომლებიც უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურების თანმიმდევრულ და მდგრად მიწოდებასუზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ, რომ „ტოიოტას“ რეგიონულ წარმომადგენლებს ნავსადგურში ვმასპინძლობთ. აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს უკეთ გავეცნოთ, მომსახურების კუთხით მივაღწიოთ და გადავაჭარბოთ მათ მოლოდინს და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი, როგორც ადგილობრივ, ასევე, რეგიონულ დონეზე სიღრმისეულად შევისწავლოთ“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.

როგორც ფოთის პორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებმა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელ გუნდთან შეხვედრა გამართეს. მათი ტვირთების დამუშავების პროცესის განხილვის შემდეგ კი სტუმრები ნავსადგურის სხვადასხვა ობიექტს ეწვივნენ და საოპერაციო პროცესს გაეცნენ. მათ ასევე, ნავსადგურის სამომავლო გაფართოების პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„შეხვედრისას ეიპიემ ტერმინალსში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ორგანიზაციაში ცნობილი, როგორც „ეიპიემ ტერმინალსის“ მუშაობის პრინციპები განვიხილეთ, რომლის ძირითადი პრინციპები „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებისთვის კონცეპტუალურად კარგად ნაცნობია, რადგან იგი დაფუძნებულია მსოფლიოში ცნობილ ტოიოტას მართვის სისტემაზე. განსაკუთრებით სასიამოვნო სტუმრებთან საერთო "Lean ენაზე" საუბარი იყო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტრანსფორმაციის გზით, ეიპიემ ტერმინალსი კაი-ზენის (გაუმჯობესების) კულტურის, როგორც ჩვენი საქმიანობის საყრდენი კომპონენტის, განვითარებას განაგრძობს და ოპერაციების სრულყოფისკენ მუდმივად მიისწრაფვის”, - აღნიშნა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ოპერაციების დირექტორმა მეთიუ რანტანენმა.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტმა და ფოთის გავლით, ცენტრალურ აზიასთან ლოგისტიკურ კავშირის განვითარების გეგმებმა, რადგან ჩვენი შეფასებით, ფოთი ბუნებრივად წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და აზიას შორის. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ლოგისტიკი სექტორისადმი, რომელიც პანდემიის პირობებში საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს. ეჭვგარეშეა, ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ჩვენ მათ გარეშე არსებობას ვერ შევძლებდი“, - განაცხადა „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტმა ქოჯი მაცუნომ.

„ცნობისთვის, “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელითა წარმოდგენილი, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს. 2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ საქართველოში ყველაზე დიდი „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ნავსადგური შეისყიდა, რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება ხდება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე 2,900 მეტრს შეადგენს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება უზრუნველყო. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში შეენარჩუნებინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა