LG საქართველოს ბაზარზე ადგილობრივ ინვესტიციებსა და პარტნიორობაზე დაყრდნობით საკუთარ პოზიციებს ამყარებს

LG Electronics Gulf FZE-მ წარმატებით ჩაატარა რეგიონალური პარტნიორების წვეულება თავის ადგილობრივ დისტრიბუტორთან - შპს „ამერიტექთან“ ერთად.

წვეულება გაიმართა "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში", სლოგანით "ერთად ძლიერად". წვეულებას ესწრებოდნენ LG-ს რეგიონალური წარმომადგენლები და პროდუქტის ექსპერტები ამერიტექის წარმომადგენლებთან, ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, ამერიტექის პარტნიორებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. ღონისძიების მონაწილეებს წარედგინათ ადგილობრივ ბაზარზე არსებული LG-ს პროდუქტების განახლებული პირობები და LG-ს სტრატეგიული მიდგომები.

წვეულების შესახებ გაკეთებულ კომენტარში LG Electronics Gulf FZE-ს პრეზიდენტი - ბატონი ჰონგ ჯუ ჯეონი ამბობს:

„საქართველო LG-სთვის ყოველთვის იყო სტრატეგიული ბაზარი, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი მომხმარებლები მუდამ დიდ ინტერესს გამოხატავდნენ LG-ს მოწინავე ტექნოლოგიების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ LG გლობალური კომპანიაა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, თითოეულ ქვეყანაში ვითანამშრომლოთ ადგილობრივ პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ საქართველოში ასეთი მიდგომა ჩვენთვის წარმატების საწინდარია. ამ მეთოდით ჩვენ არა მარტო გავზრდით საქართველოს ბაზარის დაფარვის არეალს, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართველ მომხმარებლებს მივაწვდით LG-ს ინოვაციებს, სწრაფად და მასშტაბურად.”

ფოკუსირდება რა ქართულ ბაზარზე, LG-მ მოახდინა თავისი ბიზნეს მოდელის რესტრუქტურიზაცია და მოარგო ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს. შედეგად, LG-მ შექმნა განახლებული ბიზნეს მოდელი, სადაც დისტრიბუტორს წამყვანი ადგილი უკავია.

რეგიონალური პარტნიორების წვეულების დროს LG-მ პრეზენტაციის და პროდუქტის დემონსტრაციის საშუალებით მოწვეულ სტუმრებს გააცნო თავისი მიმდინარე და 2021 წლის ახალი სამოდელო ხაზი. სადემონსტრაციო პროდუქტებს შორის წარმოდგენილი იყო LG-ს უახლესი ტელევიზორები, აუდიო გადაწყვეტილებები, სარეცხი მანქანები, მაცივრები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მიკროტალღური ღუმელები და კიდევ ბევრი სხვა - თითოეული ზემოთ ნახსენები შექმნილია, რათა იყოს გამძლე, მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელი.

LG-სთვის მნიშვნელოვანია არა მარტო პროდუქტის გაყიდვა, არამედ იმის უზრუნველყოფაც, რომ ეს პროდუქტი გაუძლებს დროს. წვეულებაზე LG-მ ხაზი გაუსვა თავისი სერვის ცენტრის ოპერირებას, რომელიც ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს და ქართველ მომხმარებლებს აწვდის სწრაფ და მაღალი ხარისხის სერვისს მისიით „Care and Delight”.

როგორც LG-ს დისტრიბუტორმა საქართველოში, შპს ამერიტექმა წვეულების დროს წარმოადგინა ბაზრის განვითარების თავისი გეგმა რეგიონალურ პარტნიორებზე მორგებული ბენეფიტების პაკეტთან ერთად, რომელიც პარტნიორებს წაახალისებს მეტი ფოკუსი მოახდინონ LG-ს პროდუქტების გაყიდვაზე თავიანთ მაღაზიებში და ასევე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელებში.

„LG-ს აქვს დიდი ხნის წარმატების ისტორია საქართველოში და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ წარმატების მიღწევაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ვამყარებთ ამ ღონისძიებაზე ჩვენი პარტნიორების გამასპინძლებით. ვინაიდან კაცობრიობა ახალი სამყაროსკენ დგამს ნაბიჯს, მომხმარებლებს ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ იმ ტექნოლოგიებისგან, რომლებსაც ყიდულობენ. LG-სთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია და მოხმარებლებს ანებივრებს ინოვაციური ტექნოლოგიებით - სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ LG-ს ძლიერი საყრდენი ქართულ ბაზარზე და ასევე, ამ ტექნოლოგიებით ვხედავთ დიდ პოტენციალს ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებმაც აირჩიეს ჩვენთან თანამშრომლობა და განათავსებენ LG-ს ინოვაციური პროდუქტებს თავიანთ მაღაზიებში“, განაცხადა შპს ამერიტექის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა არამ სიმონიანმა.

ნიშნად ქართველი და კორეელი ხალხის ძლიერი უერთიერთკავშირისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა, წვეულებაზე ქართველი სტუდენტების ჯგუფმა შეასრულა ტრადიციული კორეული ფოლკლორული ცეკვა და სიმღერა. რეგიონალური პარტნიორების პატივსაცემად და მათდამი მადლიერების გამოსახატავად, წვეულების დასასრულს გაიმართა ალაფურშეტის ფორმატის ვახშამი, ცოცხალი მუსიკის თანხლებით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა