კობა გვეენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბლოგს ეხმაურება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბლოგ პოსტს ეხმაურება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ტენდენციებსა და ინფლაციის ზრდის ძირითად ფაქტორებს ასახელებს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: „გიზიარებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძალიან საინტერესო და აქტუალურ ბლოგ-პოსტს - რომელიც ბოლო წლების გლობალურ ტენდენციას ეხება და სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ინფლაციის მიზეზებს განიხილავს.ავტორების შეფასებით, განვითარებადი ქვეყნები სურსათის ფასების მიმდინარე შოკთან მიმართებაში განვითარებულ ქვეყნებზე უფრო მოწყვლადები არიან, რასაც, კორონავირუსთან დაკავშირებულ სიძნელეებთან ერთად, შემდეგ ფაქტორებთანაც აკავშირებენ: სურსათის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წილი (აღნიშნული საქართველოშიც საკმაოდ მაღალია და 29%-ს შეადგენს);

პანდემიის ფონზე, საგარეო შემოდინებების შემცირების შედეგად, აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებული გაცვლითი კურსი.

სურსათის ფასების ზრდის შოკის ანალიზისას, ავტორები 4 მნიშვნელოვან მიგნებას ასახელებენ:

1. ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის წინ დაიწყო - ამის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს ჩინეთში ხორცეულის ფასის რეკორდულად ზრდა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავა სახელდება. შედეგად, უკვე 2019 წლიდან მოყოლებული, სურსათის ინფლაცია მაღალია.

2. პანდემიის საწყის ეტაპზე მიწოდების ჯაჭვების რღვევა, მომხმარებლების მიერ მარაგების აკუმულირება და მკვეთრად გააქტიურებული საცალო ვაჭრობის მიმართულება - ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც გაზარდეს უშუალოდ დახლზე არსებული პროდუქტების ფასი.

3. საერთაშორისო გადაზიდვებისა და დისტრიბუციის გაზრდილი ხარჯი. ამასთან, ნავთობის ფასების ზრდისა და დისტრიბუციისთვის საჭირო პერსონალის ნაკლებობამ ტრანსპორტირების დანახარჯები კიდევ უფრო გაზარდა.

4. სურსათის მწარმოებელთა ფასების რეალური ინდექსები პიკურ მაჩვენებლებს აღწევს - ინდექსების ამგვარი ზრდა ძლიერ მოთხოვნასა და ექსპორტიორ ქვეყნებში ცუდ კლიმატურ პირობებთან ასოცირდება“.

ბლოგის დეტალურად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ