ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2021

236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზადაა - როგორ, სად და რა წესებით ჩატარდება მასობრივი ვაქცინაცია

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსის გასვლამ

***

236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზადაა - როგორ, სად და რა წესებით ჩატარდება მასობრივი ვაქცინაცია

“ქვეყნის მასშტაბით 236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზადაა. უახლოეს დღეებში ვაქცინების ახალი დიდი პარტია შემოვა და ივლისიდან საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება. ეს საკითხი სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, ოთშაბათს კი ამაზე მსჯელობა უკვე პარლამენტშია დაგეგმილი. მთავრობის გეგმით, დღეში 10-დან 15 ათსამდე აცრა უნდა გაკეთდეს. რამდენადაა მზად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ამისთვის და როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს ვაქცინაციის კურსის გავლა?”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზადაა - როგორ, სად და რა წესებით ჩატარდება მასობრივი ვაქცინაცია

"სპეციალისტების თქმით, ასაცრელი პუნტქების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მომზადებული პერსონალი არსებულს დაემატება, ხოლო მოქალაქეები აცრის გაკეთებას ჩაწერითაც და ე.წ. ცოცხალი რიგითაც შეძლებენ. სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, ამცრელი ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს. როგორც მან აღნიშნა, ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს. პრემიერის თქმით, აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობისა თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების შემსუბუქებისა და ტურისტული სეზონის ფონზე, მასობრივი ვაქცინაციის ეფექტური მართავა აუიცილებელია, რათა ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე "რეზონანსთან" საუბარისას აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ადამიანები აცრას ჩაწერითაც და პირდაპირ ცენტრში მისვლითაც შეძლებენ. ასევე მისი ინფორმაციით, ამცრელი სივრცეები შესაძლოა თბილისის ზღვასთან მდებარე "ჰუალინგ ცენტრსა" და გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" სივრცეებში განთავსდეს. "მე რამდენადაც ვიცი, ვაქცინაცია წინასწარი ჩაწერითაც და ცოცხალი რიგითაც იქნება, რადგან მხოლოდ წინასწარ ჩაწერაზე 15-20 ათასი ადამიანის გატარება რთული იქნება. ერთ-ერთი ცენტრი, ჩემი ინფრმაციით "ჰუალინგია", იყო „ექსპო ჯორჯიაზე" საუბარი, პრემიერს კერძო კლინიკებთან ჰქონდა შეხვედრა და რამდენიმე კლინიკაში იქნება გახსნილი ასევე დიდი ცენტრი. „აქ მხოლოდ დიდი, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებზე არაა საუბარი. ამის გარდა საუბარია იმაზეც, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში იყოს გახსნილი შესაბამისი ვაქცინაციის პუნქტი - კლინიკებში, ვთქვათ, სოფლის ამბულატორიებში და ა.შ. - სადაც იქნება შესაძლებლობა, რომ მივაწოდოთ ლოჯიოსტიკურად ვაქცინა და ასევე ექიმები გადავამზადოთ, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინებით ადამიანების აცრა შეძლონ," - განაცხადა ზოიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს მასობრივი ვაქცინაციის საკითხებზე პარლამენტში მისი კომიტეტი იმსჯელებს, გადაწყვეტილებები კი საზოგადოებისთვის ცნობილი ივლისის დასაწყისში გახდება. "რამდენადაც ვიცი, პროცესი რამდენიმე კომპონენტიანია. ერთია ინფრასტრუქტურის მზაობა. ასევე, როგორც ვიცი, ასაცრელი პუნტქების რაოდენობა იზრდება. მომზადებული პერსონალი არსებულს დაემატება. დაწესებულებები, სადაც აცრა იქნება, განახლებულ რეესტრში აუცილებლად იქნებიან მითითებული. ჯერჯერობით წინასწარი ჩაწერის რეჟიმია, მაგრამ არის ფიქრი იმაზე, რომ დღეში სადღაც 20 ათასზე უნდა ავიდეს და ამიტომ მსჯელობა მიდის, თუ მოსახლეობისთვის და პოპულაციისთვის უკეთესი როგორ იქნება და შეთანხმებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი. რაც მთავარია, ვაქცინების ის რაოდენობა, რაც ამ მასშტაბის ვაქცინაციისთვისაა საჭირო, უზრუნველყოფილი იქნება. ესაა რა ინფორმაციასაც დღეისთვის ვფლობ. ხოლო ხვალ ამის დაზუსტება მოხდება. ამ საკითხზე კომიტეტზე ვიმსჯელებთ და კიდევ დამატებითი ინფორმაცია იქნება. ყოველ შემთხვევაში პირველი რიცხვიდან დაპირებისამებრ ჩვენი საზოგადოება ზუსტად იქნება ინფორმირებული დროზე, ვადაზე, რაოდენობაზე და ადგილებზე," - განაცხადა კახაძემ "რეზონანსთან" საუბრისას. მანამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება, თბილისში საუბარი იყო "ექსპო ჯორჯიას" შენობაზე, რაზედაც კახაძე აცხადებს, რომ ყველაფერი 30 ივნისს დაზუსტდება, თუმცა დასძენს, რომ ამცრელი პუნქტების რაოდენობის მკვეთრი გაზრდაა დაგეგმილი. „ზუსტად ვერ გეტყვით, ეს ვარიანტიც განიხილება, თუმცა დღეს ასაცრელი პუნქტების რაოდენობა თუ არ ვცდები 236-ია და როგორც მე დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ საუბრისას გამაცნო, მათი მკვეთრი გაზრდაცაა გეგმაში. ხვალ რომ დავაზუსტებთ, მოსახლეობასაც ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით" - განაცხადა კახაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"მიმდინარე თვეში კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება. მისი თქმით, დედაქალაქის მაგალითზე მიმდინარეობს მოლაპარაკება "ექსპო ჯორჯიასთან", სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ასევე, ცოცხალი რიგით, ვირტუალური კაბინეტებით. „ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში - თითო-თითო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით,მასობრივი ვაქცინაციისას, დღეში 10 000-დან 15 000-მდე აცრა უნდა გაკეთდეს, რომ ივლისის შემდეგ ექვსი თვის მანძილზე ქვეყანა იმ სამიზნეებზე გავიდეს, რასაც ეროვნული გეგმა ითვალისწინებს. როგორც ორშაბათს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ჯამში 1 მლნ დოზა „სინოფარმი" და „სინოვაკი" საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა და ვაქცინაციის პროცეში მომავალი კვირიდან ჩაერთვება. რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცნობილია ისიც, როდის შემოვა ქვეყანაში „ფაიზერის" ვაქცინა, თუმცა ზუსტ თარიღს გაუთქმელობის ვალდებულების გამო არ ასახელებს”, - წერს სტატიის ავტორი.

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსის გასვლამ

"აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტიდან ბელარუსის გასვლა საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება - ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ფაქტი შეიძლება ამ პროექტის ჩავარდნად შეფასდეს, რაც ჩვენთვის, როგორც პროექტის მონაწილე ქვეყნისთვის, ნეგატიური მოვლენა იქნება და საქართველოს განვითარების სხვა ასპექტებსაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის დატოვების შესახებ განცხადება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს, 28 ივნისს გააკეთა. მთავარ მიზეზად დასახელდა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები: "ბელარუსი იძულებული გახდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. ჩვენ ვერ შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების პირობებში", - ნათქვამია ოფიციალურ განცახდებაში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსის გასვლამ

"ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა: "კიდევ ერთი ნაბიჯი უკან. ეს კვლავ გაამწვავებს დაძაბულობას და ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობის ჩარმორთმევა ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს ბელარუსის მოსახლეობაზე", - განაცხადა შარლ მიშელმა. ქართველი ანალიტიკოსის, ზურაბ ბატიაშვილის მოსაზრებით, აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსის გასვლა არის ნეგატიური მოვლენა როგორც თვითონ ბელარუსის, ისე საქართველოსთვისაც, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან ბელარუსის მეტად დახლოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც პროექტის ჩავარდნა: "საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია. აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ბელარუსის გასვლა გამოიწვევს იმას, რომ ის კიდევ უფრო დაუახლოვდება რუსეთს და ის ცნობილი რუსული გეგმა საბჭოთა კავშირის აღდგენის თაობაზე კიდევ უფრო რეალისტური ხდება მასში ბელარუსის შესაძლო ჩართვიდან გამომდინარე. "საერთო ჯამში, ეს ბელარუსის კიდევ უფრო იზოლაციას გამოიწვევს, ხელისუფლებასა და ხალხს ერთმანეთისგან კიდევ უფრო დაშორებას, სასიკეთოს არაფერს გამოიწვევს. "საქართველოსთვისაც ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში 6 ქვეყანა იყო და დარჩა 5. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერთგვარი ჩავარდნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბელარუსის ფრთის, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა უნდა იყოს ან დემოკრატიული ან არადემოკრატიული და აქ გაივლო "წითელი ხაზი". "ბელარუსი მთელი ამ დროის განმავლობაში ისედაც იყო გამიჯნული, თუმცა, ეს ახლა გაფორმდა ოფიციალურად და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა", - განაცხადა ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ნეგატიური იქნება საქართველოსთვის, თუმცა, მისი თქმით, ადრე თუ გვიან ბელარუსი მაინც დაუბრუნდება ევროკავშირთან პარტნიორობას: "ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ბელარუსის ყოფნა აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველოსთვის, ვიდრე ის ფული, რომელსაც ბელარუსი აღარ მიიღებს და შეიძლება ჩვენზე გადანაწილდეს. ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან პოზიტიური არ არის არც ევროპისთვის და არც საქართველოსთვის, ვინაიდან აქ იგივე ბელარუსის ან სხვა ქვეყნის, ყოფნა გულისხმობს ამ სახელმწიფოების ევროპეიზაციას, სტაბილურობასა და დემოკრატიის განვითარებას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. "რაც შეეხება წელს დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, აღმოსავლეთ პარტნიორობას ბელარუსის გარეშე მოუწევს დღის წესრიგის გადაკითხვა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბელარუსის გამოსვლა არ არის სამუდამო. ადრე თუ გვიან ის დაუბრუნდება ევროპულ ინტეგრაციას, ვინაიდან ხალხის დიდი ნაწილი ბელარუსში მხარს უჭერს სახელმწიფოს დაახლოებას ევროპასთან. "სანამ ლუკაშენკო და მისი პოლიტიკა იქნება, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუმცა ლუკაშენკო სამუდამოდ ვერ იქნება ბელარუსის მმართველი, გამომდინარე იმ სარისკო პოლიტიკიდან, რომელსაც იგი აწარმოებს ქვეყანაში", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა